მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გივი მიქანაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მონაწილეობდა
გივი მიქანაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მონაწილეობდა

გივი მიქანაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მონაწილეობდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და წარმატება უსურვა. „განსაკუთრებულია 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება - წელს ჩვენ დიდი ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესა და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს აღვნიშნავთ.

ახლა თითოეული კურსდამთავრებული ხარობს, მაგრამ არანაკლები სიხარულია თითოეული პროფესორ-მასწავლებლის გულში, რომლებმაც მთელი თავისი მონდომება და ძალისხმევა ახალგაზრდებისთვის ცოდნის მიცემას მიუძღვნეს.

მსურს, ახალგაზრდებს მივმართო - ირწმუნეთ თქვენი შესაძლებლობების და გახსოვდეთ, თითოეული თქვენგანის წარმატება, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის სიამაყე და წარმატებაა. მჯერა, თქვენი ცოდნითა და პროფესიონალიზმით არაერთხელ ასახელებთ თქვენს ოჯახს, მასწავლებლებს და ჩვენს საყვარელ სამშობლოს!“, - განაცხადა გივი მიქანაძემ. ღონისძიებაზე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის შვიდივე ფაკულტეტის წარმატებული კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ. მათ წარჩინების სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიების ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კაპელამ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ხოლო პროფესორებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სტუდენტური ჰიმნი - „გაუდეამუსი“ შეასრულეს. გამოსაშვები ღონისძიების დასასრულს უნივერსიტეტის ფასადზე 3D პროექცია მოეწყო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს წელს 3298 კურსდამთავრებული ჰყავს. 2026-2027 სასწავლო წელს კი უნივერსიტეტი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებზე 8600-ზე მეტ პირველკურსელს მიიღებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 193 სტატია.

  • ენმ-ს საგანგებო ბრიფინგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტთანტვ პირველი
  • 1-ელ სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალირუსთავი 2
  • დღეს, თბილისში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება|"თელასი"BM.GE
  • თბილისში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავესფორმულა
თბილისის →მიქანაძე →

მსგავსი სტატიები

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა

იმედი

Reuters: რუსეთი 2026 წლის ნავთობის მოპოვების პროგნოზს 17-წლიან მინიმუმამდე ამცირებს

Reuters: რუსეთი 2026 წლის ნავთობის მოპოვების პროგნოზს 17-წლიან მინიმუმამდე ამცირებს

იმედი

სულხან თამაზაშვილი თურქ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე:  დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მზაობა, რომ ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს

საქართველოს მთავრობამ მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების აღრიცხვის შესახებ ახალი რეგულაცია დაამტკიცა, რომელიც 1 სექტემბრიდან შევიდა ძალაში

საქართველოს მთავრობამ მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების აღრიცხვის შესახებ ახალი რეგულაცია დაამტკიცა, რომელიც 1 სექტემბრიდან შევიდა ძალაში

იმედი