მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

„ბიძინა ივანიშვილის სისტემის დემონტაჟის შემდეგ, საქართველოს მოქალაქე და ქართული ბიზნესი ამ ქვეყანაში რუსული საფრთხისგან დაცული იქნება“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

როგორც ფავლენიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: "ჩვენ ვებრძვით არა ტურიზმს და ტურისტებს რუსეთიდან, არამედ არ გვინდა, საქართველოში მოხდეს საქართველოს მოქალაქეების, ქართული ბიზნესის ჩანაცვლება".

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის ქცეული მორდორის კიდევ ერთ კარიბჭედ საქართველოში. აქ პუტინის რუსეთიდან, ანუ მორდორიდან უკონტროლოდ, მასობრივად შემოდიან ოკუპანტი ქვეყნის წარმომდგენლები. როგორც „ოცნების“ რუსული პროპაგანდა გვეუბნება, ამ ხალხის დიდი ნაწილი ტურისტი არ გახლავთ. ჩვენ ვებრძვით არა ტურიზმს და ტურისტებს რუსეთიდან, არამედ არ გვინდა, საქართველოში მოხდეს საქართველოს მოქალაქეების, ქართული ბიზნესის ჩანაცვლება. მარტო 2022 წლიდან მოყოლებული, 40 ათასამდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა საქართველოში. ეს კომპანიები ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს, ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფს, კიდევ უფრო მეტ პრობლემას უქმნის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ არასდროს ისეთი ინტენსიური ფრენები არ ყოფილა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როგორც დღეს არის. არც საბჭოთა კავშირის დროს. მათ შორის, მაგალითად, მოსკოვის მიმართულებით რამდენიმე რეისი ხორციელდება მთელი დღის განმავლობაში, მარტო „ჯორჯიან ეარვეისი“ დაახლოებით 4 რეისს ახორციელებს. არის სრულიად ახალი მიმართულებებიც, რომელიც აქამდე არც არსებობდა, თან ეს არის რუსეთის ინდუსტრიული ცენტრები. რა თქმა უნდა, გონივრული ეჭვი ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ რიგ შემთხვევაში, სანქციების გვერდის ავლასთანაც გვქონდეს საქმე. მთლიანობაში კი, მთავარი საფრთხე არის საქართველო ქართველების გარეშე, რუსიფიკაციის დაჩქარებული ტემპები. მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის სისტემის დემონტაჟის შემდეგ იქნება საქართველოს მოქალაქე და ქართული ბიზნესი ამ ქვეყანაში რუსული საფრთხისგან დაცული“,-განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსებმა დრონით კიევში საცხოვრებელ სახლს დაარტყეს - არის მსხვერპლი

რუსებმა დრონით კიევში საცხოვრებელ სახლს დაარტყეს - არის მსხვერპლი

ტვ პირველი

პოლიციელი, რომელმაც არაერთ აქტივისტს უჩივლა, გერმანიაში თავშესაფარს ითხოვს

პოლიციელი, რომელმაც არაერთ აქტივისტს უჩივლა, გერმანიაში თავშესაფარს ითხოვს

ტვ პირველი

მანაგაძე რუსულ ემბარგოზე: პრობლემები მამაცაშვილის და ივანიშვილის ძმის კომპანიებს რომ შექმნოდათ, მინისტრი უკვე მოსკოვში იჯდებოდა

მანაგაძე რუსულ ემბარგოზე: პრობლემები მამაცაშვილის და ივანიშვილის ძმის კომპანიებს რომ შექმნოდათ, მინისტრი უკვე მოსკოვში იჯდებოდა

ტვ პირველი

აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის შეზღუდვას აპროტესტებენ - დაკავებულია 37 ადამიანი

აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის შეზღუდვას აპროტესტებენ - დაკავებულია 37 ადამიანი

ტვ პირველი