მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გივი მიქანაძე: უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი ქმნის საფუძველს, რომ სახელმწიფო დაფინანსება მიმართული იყოს, არა მხოლოდ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისკენ, არამედ განათლების ხარისხის გაუმჯობესების, კვლევითი პოტენციალის გაძლიერების და უნივერსიტეტების გრძელვადიანი ინსტიტუციური განვითარების უზრუნველსაყოფად
გივი მიქანაძე: უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი ქმნის საფუძველს, რომ სახელმწიფო დაფინანსება მიმართული იყოს, არა მხოლოდ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისკენ, არამედ განათლების ხარისხის გაუმჯობესების, კვლევითი პოტენციალის გაძლიერების და უნივერსიტეტების გრძელვადიანი ინსტიტუციური განვითარების უზრუნველსაყოფად

იმედი|imedinews.ge

უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი ქმნის საფუძველს, რომ სახელმწიფო დაფინანსება მიმართული იყოს, არა მხოლოდ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისკენ, არამედ განათლების ხარისხის გაუმჯობესების, კვლევითი პოტენციალის გაძლიერების და უნივერსიტეტების გრძელვადიანი ინსტიტუციური განვითარების უზრუნველსაყოფად, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში, უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ საუბრისას.

მისივე თქმით, მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, საქართველოს მოქალაქეების სწავლება სრულად დაფინანსება სახელმწიფოს მიერ.

„უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი ითვალისწინებს აკადემიური პროგრამების განსხვავებულ ღირებულებებს, სწავლის სფეროების და უმაღლესი განათლების საფეხურების მიხედვით. განსაზღვრავს დივერსიფიცირებული დაფინანსების სქემას, რომელიც ითვალისწინებს უნივერსიტეტების დაფინანსებას სტუდენტთა რაოდენობრივი მაჩვენებლის გათვალისწინებით, სასწავლო პროცესთან და სტუდენტის მომსახურებასთან დაკავშირებული საბაზო ხარჯების დასაფარად.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ წინასწარი შეფასებები, თითქოს რომელიმე უნივერსიტეტი ვერ აკმაყოფილებს ავტორიზაციის, ან აკრედიტაციის სტანდარტებს, არ ეფუძნება დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და წარმოადგენს მხოლოდ რეალობას აცდენილი სუბიექტური შეფასებით ინტერპრეტაციის მიზანმიმართულ მცდელობას“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მინისტრმა თქვა, რომ რეალობას არ შეესაბამება მტკიცება, თითქოს აბიტურიენტებს იძულების წესით ეზღუდებათ არჩევანის თავისუფლება. არც ერთ აბიტურიენტს და სტუდენტს არ ერთმევა განათლების მიღების უფლება.

მიქანაძემ ასევე ისაუბრა საკადრო პოლიტიკაზეც.

„რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის მოდელი ეფუძნება რესურსების ოპტიმიზაციისა და აკადემიური კონცენტრაციის პრინციპს - ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, რომლის მიზანია აკადემიური და ინფრასტრუქტურული რესურსების გაძლიერება და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა.

მილევად რეჟიმზე გადასვლა არ გულისხმობს საგანმანათლებლო პროგრამის გაუქმებას, ხოლო პროგრამის გადატანა არ იწვევს პერსონალის ავტომატურ გათავისუფლებას. ყველა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება უნივერსიტეტების კოლეგიური მართვის ორგანოების მიერ“, - განამარტა გივი მიქანაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი

ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

იმედი