მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გივი მიქანაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან შეხვედრა გამართა
გივი მიქანაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან შეხვედრა გამართა

გივი მიქანაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან შეხვედრა გამართა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს შეხვდა.

მხარეებმა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, რეგიონში დაგეგმილი პროექტები, არსებული გამოწვევები და საჭიროებები განიხილეს.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეფორმების განხორციელების პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე, როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ამ მიზნით რეგიონებში აქტიურად იმართება შეხვედრები სასკოლო საზოგადოების წარმომდგენლებთან.

„განათლების სისტემაში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი რეფორმები. ამ პროცესში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა რეგიონში წარმატებით განვახორციელოთ ახალი ინიციატივები. ეს მომავალში რეგიონის გაძლიერებისა და წინსვლის საწინდარს ქმნის.

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან განვიხილე განათლების სფეროში მიმდინარე პროცესები და მას ახალი თანამდებობა მივულოცე. დარწმუნებული ვარ, აჭარის რეგიონში ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი შედგება ბატონი ზურაბის უშუალო ხელმძღვანელობით”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო აჭარის რეგიონში თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს განვითარებას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობასა და ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამის შეთავაზებას.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 162 სტატია.

  • თავისუფლების მოედანზე, ნატოსა და EU-ს საინფორმაციო ცენტრის ყოფილ ოფისს მთავრობა ₾14 მილიონად ყიდის|პირობებიBM.GE
  • აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ქუთაისში მცხოვრებ დევნილ მოქალაქეებს შეხვდარუსთავი 2
  • მთავრობა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის იტალიური წარმოების მედიკამენტს “ჯივინოსტატს“ შეიძენსტვ პირველი
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
მთავრობის →შეხვედრა →

მსგავსი სტატიები

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

იმედი

დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ხელშეკრულება გაფორმებულია - სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელშეკრულება გაფორმებულია - სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

გიორგი გამსახურდია სახელმწიფოს მიერ დიუშენით დაავადებულთათვის მედიკამენტის ყიდვაზე: ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების’’ ლიდერშიფის ხელწერა და არა ის, რასაც აკეთებს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სენსიტიური თემებით მანიპულირებს