მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გივი მიქანაძემ საქართველოში UNHCR-ის წარმომადგენელს უმასპინძლა
გივი მიქანაძემ საქართველოში UNHCR-ის წარმომადგენელს უმასპინძლა

გივი მიქანაძემ საქართველოში UNHCR-ის წარმომადგენელს უმასპინძლა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელ ანა რიჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მინისტრმა ანა რიჩს საქართველოში მისიის დაწყება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და UNHCR-ს შორის არსებული მრავალწლიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობა. აღინიშნა, რომ განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისა და ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი ხორციელდება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინკლუზიური განათლების სისტემის გაძლიერებასა და თითოეული ბავშვისთვის სწავლისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა პარტნიორობის გაღრმავებისა და სამომავლო ინიციატივების განხორციელების მზადყოფნა გამოთქვეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი