მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გივი მიქანაძემ სასკოლო ფორმების მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ გადაცემისა და რეალიზაციის საკითხები განმარტა
გივი მიქანაძემ სასკოლო ფორმების მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ გადაცემისა და რეალიზაციის საკითხები განმარტა

გივი მიქანაძემ სასკოლო ფორმების მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ გადაცემისა და რეალიზაციის საკითხები განმარტა

იმედი|imedinews.ge

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასკოლო ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია.

უსასყიდლოდ სასკოლო ფორმით ასევე უზრუნველყოფილნი იქნებიან მოსწავლეები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ, მათ შორის ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში, განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში, ან განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში.

სასკოლო ფორმას ასევე მიიღებენ ის მოსწავლეები, რომლებიც, 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში,“ - აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უსასყიდლოდ გადასაცემი სასკოლო ფორმის ნაკრები ბიჭებისთვის შედგება ერთი პიჯაკისა და ორი შარვლისგან, ხოლო გოგონებისთვის - ერთი პიჯაკის, ერთი შარვლისა და ერთი ქვედაკაბისგან.

გივი მიქანაძემ სასკოლო ფორმების რეალიზაციის საკითხიც განმარტა. მისი თქმით, პირველი სექტემბრიდან დაიწყება ფორმების გაყიდვა როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ გაყიდვის წესით და უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში საზოგადოება დეტალურად იქნება ინფორმირებული აღნიშნულთან დაკავშირებით.

ინფომაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლაშა დარსალია: ნამდვილად რთული ვითარებაა დღევანდელ მსოფლიოში. საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე ვიმყოფებით და ასეთ ვითარებაში ლავირება საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით პატარა ქვეყნისთვის, რათა თავისი ინტერესები გაატაროს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა

იმედი

ლაშა დარსალია გლობალიზაციაზე: ყველა პროცესს ახლავს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ სწორედ ამისთვის არსებობს დიალოგი, მოლაპარაკებები და საერთო ინტერესების ძებნა

ლაშა დარსალია გლობალიზაციაზე: ყველა პროცესს ახლავს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ სწორედ ამისთვის არსებობს დიალოგი, მოლაპარაკებები და საერთო ინტერესების ძებნა

იმედი

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა „ფერმერის დღე 2026-ში“ მიიღო მონაწილეობა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა „ფერმერის დღე 2026-ში“ მიიღო მონაწილეობა

იმედი