მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გობლინური ზვიგენები წყნარ ოკეანეში, ბუნებრივ გარემოში პირველად გადაიღეს🦈
გობლინური ზვიგენები წყნარ ოკეანეში, ბუნებრივ გარემოში პირველად გადაიღეს🦈

გობლინური ზვიგენები წყნარ ოკეანეში, ბუნებრივ გარემოში პირველად გადაიღეს🦈

იმედი|imedinews.ge

ღრმაწყლოვანმა აპარატებმა წყნარ ოკეანეში, ბუნებრივ გარემოში, გობლინური ზვიგენები პირველად დააფიქსირეს.

პირველი ჩანაწერის გაკეთება ჯერ კიდევ 2019 წლის ივლისში მოხერხდა. მაშინ დისტანციურად მართვადმა წყალქვეშა აპარატმა სამმეტრიანი ზვიგენი წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში, კუნძულ ჯარვისთან აღმოაჩინა. მტაცებელი დაახლოებით ორი კილომეტრის სიღრმეზე იმყოფებოდა.

რამდენიმე წლის შემდეგ მკვლევრებმა საარქივო ვიდეომასალები გააანალიზეს და კიდევ ერთი ჩანაწერი გააკეთეს. მეორე გობლინური ზვიგენი ტონგას ნაპირებთან, თითქმის 2000 მეტრის სიღრმეზე შეამჩნიეს. ეს მაჩვენებელი დაახლოებით 50%-ით აღემატება ამ სახეობისთვის მანამდე დაფიქსირებულ სიღრმის რეკორდს. ამ მონაცემებეს სპეციალისტებმა თავი ახალ კვლევაში მოუყარეს, რომელიც ჟურნალში Journal of Fish Biology გამოქვეყნდა.

გობლინური ზვიგენი (Mitsukurina owstoni) ზვიგენების ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ სახეობად ითვლება. ის ამ უძველესი საგვარეულოს ერთადერთი შემორჩენილი წარმომადგენელია. სახეობა გამოირჩევა მოძრავი ყბებით, რომლებიც თავდასხმის დროს ელვისებურად ვარდება წინ - წამში სამ მეტრზე მეტი სიჩქარით.

ჩანაწერების ანალიზმა აჩვენა, რომ წყნარ ოკეანეში გობლინური ზვიგენების გავრცელების არეალი იმაზე ფართო აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე მიიჩნევდნენ. მეცნიერებმა ასევე დაადასტურეს, რომ ეს სახეობა წყალქვეშა მთის მწვერვალებთან ახლოს ბინადრობს. ეს რეგიონები საფრთხის ქვეშაა სამრეწველო თევზჭერისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების გამო.

მკვლევრების თქმით, გობლინური ზვიგენების ზუსტი ადგილსამყოფელის დადგენა ამ იშვიათი სახეობის დასაცავად საჭირო ზომების შემუშავებაში დაეხმარებათ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი