მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გოგიტა თოდრაძე: გაზრდილია ფუტკრის ოჯახების რაოდენობა - აღწერის შედეგების მიხედვით თაფლის წარმოება ყველაზე მეტად განვითარებულია იმერეთის რეგიონში, შემდეგ მოდის კახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი და გურია
გოგიტა თოდრაძე: გაზრდილია ფუტკრის ოჯახების რაოდენობა - აღწერის შედეგების მიხედვით თაფლის წარმოება ყველაზე მეტად განვითარებულია იმერეთის რეგიონში, შემდეგ მოდის კახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი და გურია

იმედი|imedinews.ge

საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, რომ აღიწერა სოფლის მეურნეობა, როგორც მიწები, ასევე ზოგადად მეურნეობები. თოდრაძემ ახალი მონაცემები 2014 წლის მონაცემებს შეადარა და ისაუბრა იმაზე, თუ რა ტენდენციები იკვეთება ამ მიმართულებით.

„ძალიან საინტერესო მონაცემები მივიღეთ სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგად. 809 ათასი ჰექტარია სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, დაახლოებით 61%-ით არის გაზრდილი მრავალწლოვანი ნარგავების მიწის ფართობი, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო ხეხილის ბაღებისა და ვაზის ვენახების ფართობის მოცულობის ზრდასთან, რომელიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი წინა აღწერასთან შედარებით.

ჩვენ ასევე სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგად მივიღეთ ინფორმაცია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შესახებ. მათი რაოდენობა დაახლოებით 841 ათასს სულს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია დაახლოებით 15%-ით, ასევე შემცირებულია ცხვრის სულადობა და 704 ათასს შეადგენს. გაზრდილია ღორის სულადობის მაჩვენებელი დაახლოებით 12%-ით, ასევე გაზრდილია ფუტკრის ოჯახების რაოდენობა. აღწერის შედეგების მიხედვით თაფლის წარმოება ყველაზე მეტად განვითარებულია იმერეთის რეგიონში, შემდეგ მოდის კახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი და გურია“, - აღნიშნა თოდრაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შედეგები

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 61 სტატია.

  • პრემიერი: ჩვენი პოლიტიკური გუნდის შედეგები, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, არის ის, რომ ვართ ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში არ ყოფილა ომი, გვქონდა რესურსი, დაგვეცვა მშვიდობა დიდი გამოწვევების და ზეწოლის მიუხედავადრუსთავი 2
  • როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?BM.GE
  • ფრიდრიხ მერცმა არჩევნების შედეგების გამო პარტიაში კრიზისული შეხვედრა მოიწვიაფორმულა
  • მედლები და ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები | ქართველი ძიუდოისტების შედეგები ლოზანის გრანდ სლემზეტვ პირველი
შედეგები →

მსგავსი სტატიები

სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას დაესწრო

სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას დაესწრო

იმედი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

იმედი

Reuters: უნგრეთის მთავრობამ ორბანის ეპოქის ანტიLGBTQ+ კანონების გაუქმების კანონპროექტი წარმოადგინა

Reuters: უნგრეთის მთავრობამ ორბანის ეპოქის ანტიLGBTQ+ კანონების გაუქმების კანონპროექტი წარმოადგინა

იმედი

POLITICO: „ჰუსიტების“ წინსვლა ტრამპს მხოლოდ ცუდ არჩევანს უტოვებს

POLITICO: „ჰუსიტების“ წინსვლა ტრამპს მხოლოდ ცუდ არჩევანს უტოვებს

იმედი