
გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
იმედი|imedinews.ge
გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 4 ადამიანი.
შსს-ს ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსი გომის მთიდან ოზურგეთის მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც გზიდან გადავარდა. დაღუპულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge