მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ილონ მასკის Starlink-ის ქსელისთვის ვარშავის მიერ გამოყოფილი 50 მილიონი დოლარის ყოველწლიური დაფინანსების გადახედვით დაიმუქრა
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ილონ მასკის Starlink-ის ქსელისთვის ვარშავის მიერ გამოყოფილი 50 მილიონი დოლარის ყოველწლიური დაფინანსების გადახედვით დაიმუქრა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ილონ მასკის Starlink-ის ქსელისთვის ვარშავის მიერ გამოყოფილი 50 მილიონი დოლარის ყოველწლიური დაფინანსების გადახედვით დაიმუქრა

იმედი|imedinews.ge

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი ილონ მასკის Starlink-ის ქსელისთვის ვარშავის მიერ გამოყოფილი 50 მილიონი დოლარის ყოველწლიური დაფინანსების გადახედვით დაიმუქრა. ამით ის შეუერთდა მთავრობის მზარდ უკმაყოფილებას როუმინგის ახალ შეზღუდვებზე, რომლებიც ამ თვის ბოლოს პოლონელ აბონენტებს შეეხება.

„შეწყვიტე Starlink-ის პოლონელი მომხმარებლების დისკრიმინაცია, თორემ შეიძლება გადავხედოთ შენი მომსახურებისთვის წელიწადში 50 მილიონი დოლარის გადახდას“, - მიმართა სიკორსკიმ მასკს.

საგარეო საქმეთა მინისტრის აღშფოთება მოჰყვა Starlink-ის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, პოლონეთი ევროპული როუმინგის ერთიანი ზონიდან გამოირიცხა.

ეს ზონა 30-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს, მათ შორის გერმანიას, ჩეხეთს, სლოვაკეთსა და ლიეტუვას. აღნიშნულ ზონაში შემავალ მომხმარებლებს შეუძლიათ ტერმინალები საზღვარგარეთ საერთაშორისო მოხმარების შეზღუდვების გარეშე გადაიტანონ. პოლონელ მომხმარებლებს კი მოგზაურობისას ახლა დამატებითი მოთხოვნების შესრულება მოუწევთ.

პოლონეთის ციფრულ საკითხთა მინისტრი, კშიშტოფ გავკოვსკიც დაუპირისპირდა მასკს - მან Starlink-ის მშობელი კომპანია SpaceX-ი პოლონელების მეორეხარისხოვან მომხმარებლებად განხილვაში დაადანაშაულა და მოითხოვა, მკაფიოდ განმარტონ ამ ცვლილების სამართლებრივი საფუძველი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 202 სტატია.

  • ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ღია წერილით მიმართავენფორმულა
  • თუ ვინმე თვლის, რომ არასწორად მოეხსნა სოციალური შემწეობა, უფლება აქვს გაასაჩივროს - ჯანდაცვის მინისტრიBM.GE
  • სპორტის მინისტრმა ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე სპორტულ სკოლებსა და დარბაზებს საჭირო სპორტული ინვენტარი და ეკიპირება გადასცარუსთავი 2
  • 29 მილიონიანი ტენდერი ყოფილი მინისტრის დაფუძნებლ კომპანიას? - რა ეჭვებს აჩენს ტენდერის ქრონოლოგიატვ პირველი
მინისტრი →საგარეო →დოლარი →

მსგავსი სტატიები

„პარი სენ-ჟერმენმა“ ხვიჩა კვარაცხელიასა და დეზირე დუეს გოლებით უეფას სუპერთასი მოიგო

„პარი სენ-ჟერმენმა“ ხვიჩა კვარაცხელიასა და დეზირე დუეს გოლებით უეფას სუპერთასი მოიგო

იმედი

ინგა ფხალაძე: საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ბულგარეთს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახმელეთო ელექტროენერგიის ტრანზიტულ დერეფანთან დაკავშირებით

ინგა ფხალაძე: საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ბულგარეთს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახმელეთო ელექტროენერგიის ტრანზიტულ დერეფანთან დაკავშირებით

იმედი

ზელენსკი: პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომის შეჩერება არ სურს, თუმცა ის იძულებული იქნება ეს გააკეთოს - ამის მისაღწევად შემუშავებულია გეგმა

ზელენსკი: პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომის შეჩერება არ სურს, თუმცა ის იძულებული იქნება ეს გააკეთოს - ამის მისაღწევად შემუშავებულია გეგმა

იმედი

გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

იმედი