მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების მდგომარეობას საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეცნო
გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების მდგომარეობას საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეცნო

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების მდგომარეობას საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეცნო

იმედი|imedinews.ge

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. პაციენტების მდგომარეობას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეცნო.

ექიმის შეფასებით, ორი პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ხოლო ცხრა პაციენტს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა. დაღუპულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

სამგზავრო მიკროავტობუსი გომის მთიდან ოზურგეთის მიმართულებით მიდიოდა და გზიდან გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შემოსული არის 11 პაციენტი, აქედან ექვსი პაციენტი არის პედიატრიული ასაკის და ხუთი პაციენტი არის მოზრდილი. აქედან გამოვარჩევდით ორი პაციენტის მდგომარეობას. ისინი შედარებით მძიმე პაციენტები არიან და ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევების გაღრმავება“, - განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტოლოგმა ანა კოჩაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მომხდარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • "დრო ტკივილს არ კურნავს" - შინდისის ბრძოლაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახის წევრები 18 წლის წინ მომხდარს იხსენებენრუსთავი 2
  • აშშ კვლავაც გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობასნეტგაზეთი
  • ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებსBM.GE
  • “ფეთქებადი“ საჩუქარი გენერლისთვის - მოსკოვში მომხდარ აფეთქებაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილიტვ პირველი
მომხდარი →მინისტრი →

მსგავსი სტატიები

ComCom-მა „თემატური ახალგაზრდული ბანაკის“ მოსწავლეებს ტრენინგი - „AI-ის ეფექტიანი გამოყენება“ ჩაუტარა

ComCom-მა „თემატური ახალგაზრდული ბანაკის“ მოსწავლეებს ტრენინგი - „AI-ის ეფექტიანი გამოყენება“ ჩაუტარა

იმედი

დავით კოდუა: ზუგდიდში გვყავს განათლებული, აქტიური და მიზანდასახული თაობა, რომელიც ჩვენი ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს

დავით კოდუა: ზუგდიდში გვყავს განათლებული, აქტიური და მიზანდასახული თაობა, რომელიც ჩვენი ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს

იმედი

მაშველებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ექვსი მოქალაქე ტყის მასივიდან გამოიყვანეს

მაშველებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ექვსი მოქალაქე ტყის მასივიდან გამოიყვანეს

იმედი

ახალციხეში კალათბურთის დარბაზის სამშენებლო სამუშაო დასრულების ეტაპზეა

ახალციხეში კალათბურთის დარბაზის სამშენებლო სამუშაო დასრულების ეტაპზეა

იმედი