
ახალციხეში კალათბურთის დარბაზის სამშენებლო სამუშაო დასრულების ეტაპზეა
ახალციხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. ქალაქ ახალციხეში კალათბურთის დარბაზის სამშენებლო სამუშაო დასრულების ეტაპზეა.
პროექტის ფარგლებში აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა, სადაც მოეწყო 300 მაყურებელზე გათვლილი კალათბურთის დარბაზი.
ასევე, დაგეგმილია კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიისა და გამწვანების ზოლის კეთილმოწყობა. სამუშაო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური მიმდინარე სამუშაოს ადგილზე გაეცნო.
„ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტში. დავათვალიერეთ კალათბურთის დარბაზის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც დასრულების ეტაპზეა. სპორტული ინფრასტურქტურის განვითარება მნიშვნელოვანია ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის და ამ მიმართულებით აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა წიკლაურმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge