მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Google-მა საქართველოში Google Street View ოფიციალურად წარადგინა
Google-მა საქართველოში Google Street View ოფიციალურად წარადგინა

Google-მა საქართველოში Google Street View ოფიციალურად წარადგინა

იმედი|imedinews.ge

Google-მა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით, საქართველოში Google Street View ოფიციალურად წარადგინა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

აღნიშნული პროექტი საქართველოს ბუნებას, მრავალფეროვან ქალაქებსა და უძველეს კულტურულ მემკვიდრეობას მსოფლიო ციფრულ რუკაზე წარმოაჩენს. 360-გრადუსიანი პანორამული გამოსახულებების საშუალებით, Google Street View საქართველოს დანახვას უფრო ხელმისაწვდომს ხდის მსოფლიოს მოქალაქეების, ტურისტებისა და ინვესტორებისთვის.

Google Street View-ის გუნდმა წარმატებით გადაიღო საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 13 000 კილომეტრი საავტომობილო გზა, საგზაო ქსელი და მნიშვნელოვანი ტურისტული ლოკაციები, მათ შორის თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ახალციხე, მცხეთა, თელავი, ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი და მესტია.

ვირტუალური დათვალიერების შესაძლებლობის გარდა, Street View ხელს უწყობს ციფრული ეკონომიკის ინფრასტრუქტურის განვითარებას და მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას. პროექტი საერთაშორისო ხილვადობას სძენს ადგილობრივ მაღაზიებს, საოჯახო სასტუმროებსა და რესტორნებს. ამასთანავე, Street View მხარს უჭერს საქართველოს ციფრულ მიზნებს, ის, ადგილობრივ მეწარმეებსა და დეველოპერებს სთავაზობს გაუმჯობესებულ რუკებს და ეხმარება მათ, როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი სერვისებისა და აპლიკაციების შექმნაში, რაც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას უწყობს ხელს.

საქართველოში Street View მხოლოდ გზების რუკაზე დატანას არ ნიშნავს, ეს არის შესაძლებლობა, საქართველოს უნიკალური საგანძური მთელი მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი გახდეს და სხვადასხვა კონტინენტიდან მოგზაურებს ქვეყანა შეაყვაროს ჯერ კიდევ მანამ, სანამ მოგზაურობას დაგეგმავენ. როგორც თავად პროექტის ავტორები განმარტავენ, წარდგენის დრო ემთხვევა საქართველოში ტურიზმის მზარდ დინამიკას. საერთაშორისო მოგზაურები სულ უფრო ხშირად იყენებენ Street View-ს დანიშნულების ადგილის წინასწარ გასაცნობად, პარკირების შესაძლებლობების, უბნების, გარემოსა და რელიეფის შესაფასებლად, რაც მოგზაურობის დაგეგმვას უფრო კომფორტულსა და უსაფრთხოს ხდის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი