მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Grapefriend: ხუთი მიზეზი, თუ რატომ უნდა გასინჯოთ ქართული ღვინო
Grapefriend: ხუთი მიზეზი, თუ რატომ უნდა გასინჯოთ ქართული ღვინო

Grapefriend: ხუთი მიზეზი, თუ რატომ უნდა გასინჯოთ ქართული ღვინო

იმედი|imedinews.ge

„ხუთი მიზეზი, თუ რატომ უნდა გასინჯოთ ქართული ღვინო”, - სტატია ამ სათაურით პოპულარულ ამერიკულ გამოცემაში Grapefriend დაიბეჭდა.

პუბლიკაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ამერიკული კონტრაქტორი კომპანიის „Glodow Nead Communication“ ჩართულობით მომზადდა და მასში ჩამოთვლილია ხუთი მიზეზი, რომელთა გამოც მკითხველმა ქართული ღვინო უნდა დააგემოვნოს და მოიწონოს.

კერძოდ, ეს არის ქართული ღვინის წარმოების 8000-წლიანი ისტორია და საქართველოს ღვინის სამშობლოდ აღიარების ფაქტი, ვაზის ენდემური ჯიშების მრავალფეროვნება, ქართული სუფრის კულტურა, საქართველოს ბუნება და ქართული ბუნებრივი ღვინოების პოპულარობა.

სტატიის ავტორი ალისა ვიტრანო (Alyssa Vitrano) საქართველოში მიმდინარე წლის მაისში იმყოფებოდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ორგანიზებული ღვინის ტურის ფარგლებში, მან და ამერიკული მედიის სხვა წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. დაათვალიერეს კახეთისა და ქართლის ღვინის მარნები, სადაც გაეცნენ როგორც ქართული მეღვინეობის ტრადიციებს, ისე თანამედროვე ღვინის წარმოების პრაქტიკას. Grapefriend არის პოპულარული ამერიკული გამოცემა, რომელიც ღვინის კულტურასა და პოპ-კულტურას აერთიანებს. მისი დამფუძნებელია ალისა ვიტრანო (Alyssa Vitrano), ჟურნალისტი და სატელევიზიო პროდიუსერი (Marie Claire, MTV).

ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციის, ცნობადობის ზრდისა და ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო მედიასაშუალებებთან. სააგენტოს პარტნიორებს შორის არიან CNN, CBS, Netflix, The New York Times, Wine Enthusiast და სხვა გავლენიანი საერთაშორისო გამოცემები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი