მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გურამ მაჭარაშვილი: ამერიკასთან ნელა, მაგრამ პოზიტიურად ხდება ურთიერთობების აღდგენა
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკასთან ნელა, მაგრამ პოზიტიურად ხდება ურთიერთობების აღდგენა

გურამ მაჭარაშვილი: ამერიკასთან ნელა, მაგრამ პოზიტიურად ხდება ურთიერთობების აღდგენა

იმედი|imedinews.ge

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან ისაუბრა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე.

მისი თქმით, ამერიკაში, ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ საქართველოსთან მიმართებით აღარ კეთდება ისეთი უსამართლო განცხადებები, როგორიც ყოველ მეორე დღეს კეთდებოდა თეთრი სახლიდან. დეპუტატის განცხადებით, ახლა ამერიკასთან ნელა, მაგრამ პოზიტიურად ხდება ურთიერთობების აღდგენა.

„აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ საქართველოსთან მიმართებით აღარ კეთდება ისეთი უსამართლო განცხადებები, როგორიც იყო ყოველ მეორე დღეს თეთრი სახლიდან. პირიქით, ისინი ამბობენ იმას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, მაგალითად, სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევასთან დაკავშირებით, ასევე ტრამპმა გააუქმა USAID-ი იმ მიზეზით, რომ ფული იხარჯებოდა სხვა ქვეყნებში შიდა არეულობისთვის, ხელისუფლების უკანონოდ შეცვლისთვის და ა.შ. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

განცხადება გაკეთდა მარკო რუბიოს მხრიდანაც, სადაც მან აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციიდან საქართველოსთან მიმართებით ერგოთ მძიმე მემკვიდრეობა. ცხადია, მარტივი არ არის საქართველოსთან დაკავშირებით თეთრ სახლში დატოვებული დოკუმენტაციის შესწავლა, გაანალიზება. ამ ყველაფერს მინიმუმ ერთი წელი დასჭირდა და ახლა უკვე ამერიკაში ჩადის საქართველოს დელეგაციები და პირიქით, საქართველოში ჩამოდიან ამერიკული დელეგაციები; გაიმართა პრემიერ-მინისტრის და ამერიკის სახელმწიფო მდივნის სატელეფონო საუბარი და ა.შ.

ამერიკის ინტერესშია, საქართველო დარჩეს, როგორც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ პრობლემა არასდროს გვქონია, თუმცა სტრატეგიული ხელშეკრულება ნიშნავს, რომ მე, ანუ სახელმწიფო უნდა მაღიარო სუვერენულ ქვეყნად და მერე გამოგყვები ყველაფერში, რაც არ კეთდებოდა ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან. ძალიან კარგია, რომ ამერიკასთან ნელ-ნელა, მაგრამ პოზიტიურად ხდება ურთიერთობების აღდგენა,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

იმედი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი