მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გურამ მაჭარაშვილი: არასამთავრობო სექტორი აღარ გვაქვს ქვეყანაში. რეალურად, უცხოურ ძალას შექმნილი ჰქონდა პარალელური ხელისუფლება საქართველოში. ეს იყო ის ტოტი, რომელიც ჩვენ ამ კანონების მიღებით ჩავჭერით
გურამ მაჭარაშვილი: არასამთავრობო სექტორი აღარ გვაქვს ქვეყანაში. რეალურად, უცხოურ ძალას შექმნილი ჰქონდა პარალელური ხელისუფლება საქართველოში. ეს იყო ის ტოტი, რომელიც ჩვენ ამ კანონების მიღებით ჩავჭერით

გურამ მაჭარაშვილი: არასამთავრობო სექტორი აღარ გვაქვს ქვეყანაში. რეალურად, უცხოურ ძალას შექმნილი ჰქონდა პარალელური ხელისუფლება საქართველოში. ეს იყო ის ტოტი, რომელიც ჩვენ ამ კანონების მიღებით ჩავჭერით

იმედი|imedinews.ge

არასამთავრობო სექტორის შინაარსის მქონე ორგანიზაციები აღარ გვაქვს ქვეყანაში. ესენი არიან უცხოური ძალის წარმომადგენლები. მათი მიდგომა, რა თქმა უნდა იგივე იქნება, რაც აქვს „დიფ სთეითს“, ამ შემთხვევაში ევრობიუროკრატიას, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას, კითხვაზე - თუ რატომ არ რეაგირებს არასამთავრობო სექტორი მოლდოვის და ევროპარლამენტის გადაწყვეტილებებზე.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, არასამთავრობო სექტორი მოქმედებს გარე ძალების დაკვეთით, შესაბამისად, მათ ვერ ექნებათ ადეკვატური რეაქცია იმ ნაბიჯებზე, რომელსაც სწორედ მათი დამქირავებლები დგამენ.

„საქართველოში არასამთავრობო სექტორი თავისი შინაარსით, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არ არსებობს. ეს ხომ გაიშიფრა უკვე, რომ თავიდან ბოლომდე არასამთავრობო სექტორის უდიდესი ნაწილი არის მართული უცხოეთიდან. ეს გაშიფრა არა მარტო ჩვენმა წერილებმა, არამედ აშშ-ის პრეზიდენტმა, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ USAID უნდა გაუქმდეს იმიტომ, რომ ის აფინანსებს ძალიან დიდი თანხით სხვადასხვა ქვეყანაში არასამთავრობო სექტორებს, რომლებიც ერევიან სხვა ქვეყნის პოლიტიკაში.

არასამთავრობო სექტორის შინაარსის მქონე ორგანიზაციები აღარ გვაქვს ქვეყანაში. ესენი არიან უცხოური ძალის წარმომადგენლები. მათი მიდგომა, რა თქმა უნდა იგივე იქნება, რაც აქვს „დიფ სთეითს“, ამ შემთხვევაში ევრობიუროკრატიას. განცხადების ტექსტსაც კი უთანხმებენ და დამოუკიდებლად ისინი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ?!- ვერაფერს.

ამიტომ ისინი ხმას ვერ ამოიღებენ ვერც მედიის დასანქცირების საწინააღმდეგოდ, ვერც თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებამ ფარდა ახადა არასამთავრობო სექტორის რეალურ საქმიანობას.

„რეალურად, უცხოურ ძალას შექმნილი ჰქონდა პარალელური ხელისუფლება საქართველოში. ეს იყო რა ტოტიც ჩვენ ჩავჭერით ამ კანონების მიღებით“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს: „იმედს”, „რუსთავი 2“-სა და „პოს ტვ“-ის, აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა