მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გურამ მაჭარაშვილი: ძალადობრივი აქციის წინააღმდეგ პოლიციელი იძულებულია, პროპორციული ძალა გამოიყენოს. უფრო მეტიც, ეს მისი ვალდებულებაა, სხვა მოქალაქეების უფლებების დაცვა რომ შეძლოს. ამის გამო კი რადიკალები მთელ სისტემას ჩირქს სცხებენ
გურამ მაჭარაშვილი: ძალადობრივი აქციის წინააღმდეგ პოლიციელი იძულებულია, პროპორციული ძალა გამოიყენოს. უფრო მეტიც, ეს მისი ვალდებულებაა, სხვა მოქალაქეების უფლებების დაცვა რომ შეძლოს. ამის გამო კი რადიკალები მთელ სისტემას ჩირქს სცხებენ

იმედი|imedinews.ge

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა, პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე მედიაში გავრცელებულ მასალაზე საუბრისას ხაზი გაუსვა რადიკალური ოპოზიციის მცდელობას, ჩირქი მოსცხოს მთელ სამართალდამცავ სისტემას.

დეპუტატმა გაიხსენა ძალადობრივი აქციები და თქვა, რომ რადიკალურად განწყობილი მომიტინგეები ცდილობდნენ პოლიციელების პროვოცირებას, ისროდნენ მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს. მაჭარაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ასეთ შემთხვევაში პოლიცია ვალდებბულიც კია, მიიღოს შესაბამისი, პროპორციული ზომები:

„პოლიციელები, კორდონს ქმნიდნენ და რადიკალურად განწყობილი მომიტინგეები მათთან მიდიოდნენ, სხვადასხვა საგანს ესროდნენ, ცდილობდნენ, გამოეწვიათ პოლიციელები. რადიკალებისთვის არაფერს ნიშნავს, პოლიციელების უკან სახელმწიფო და მათი ოჯახები რომ დგანან“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ ველზე საქმიანობა რაც შეიძლება სწრაფად, სამართლებრივად უნდა დასრულდეს.

„რადიკალური ოპოზიცია არ ფიქრობს, რა მოჰყვება პოლიციის დისკრედიტაციას სამართალდამცავ სისტემაში, ძალოვან უწყებებში, შსს-ში, პოლიციელების ოჯახებში. ამაზე რომ ფიქრობდნენ, აქციებზე მდგარი ხალხი მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ხომ არ ესროდა, ხომ არ შეურაცხყოფდა პოლიციას. თან საუბარია არა ერთსა და ორ შემთხვევაზე, არამედ ათეულობით პოლიციელის შეურაცხყოფაზე. ხაზგასასმელია, რომ ეს პოლიციელები, კორდონს ქმნიდნენ და რადიკალურად განწყობილი მომიტინგეები მათთან მიდიოდნენ და სხვადასხვა საგანს ესროდნენ, ცდილობდნენ, გამოეწვიათ პოლიციელები.

რადიკალებისთვის არაფერს ნიშნავს, რომ პოლიციელების უკან სახელმწიფო და მათი ოჯახები დგანან, ეს მათთვის არაფერს წარმოადგენს. ვიმეორებ, ძალადობრივი აქციის წინააღმდეგ პოლიციელი იძულებულია, რომ პროპორციული ძალა გამოიყენოს. ეს მისი ვალდებულებაც არის, სხვა მოქალაქეების უფლებების დაცვა რომ შეძლოს. ამის შემდეგ კი რადიკალები მთელ სისტემას ჩირქს სცხებენ. ეს ის ძალაა, რომელსაც რაც მალე დავასრულებთ სამართლებრივად, უკეთესი იქნება. სხვა შემთხვევაში, არაფერი შეიცვლება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აქცია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • მარიჯანის ქუჩის დაზარალებულებმა მერიასთან აქცია გამართეს - რას ითხოვენ?BM.GE
  • ინგლისში საპროტესტო აქცია დემონსტრანტებს და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდარუსთავი 2
  • "გაათავისუფლეთ თამაზ ელიზბარაშვილი!" - აქცია კანცელარიასთანტვ პირველი
  • ბათუმში, აქციის მონაწილეებზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყოფორმულა
აქცია →

მსგავსი სტატიები

2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

იმედი

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი