მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მარიჯანის ქუჩის დაზარალებულებმა მერიასთან აქცია გამართეს - რას ითხოვენ?
მარიჯანის ქუჩის დაზარალებულებმა მერიასთან აქცია გამართეს - რას ითხოვენ?

მარიჯანის ქუჩის დაზარალებულებმა მერიასთან აქცია გამართეს - რას ითხოვენ?

BM.GE11 სექტემბერი, 2026, 00:01|bm.ge

მარიჯანის N2-ში მშენებლობასთან დაკავშირებით „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულმა ოჯახებმა თბილისის მერიასთან აქცია გამართეს. ისინი მათთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დროულად დაწყებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა BM.GE-ს განუცხადა, რომ პროექტის წინსვლას ამ ეტაპზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შესაბამისი დასკვნის არარსებობა აფერხებს. ადგილზე აქციის მონაწილეებმა ხელმოწერები შეაგროვეს და მერიაში განცხადება შეიტანეს. მათი თქმით, მუნიციპალიტეტი პრობლემის მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდა, თუმცა ამ დრომდე კონკრეტული შედეგი არ დამდგარა.

„17 წელი ველოდებოდით ამ ბინას. ჩემი მეუღლე გარდაიცვალა და, სამწუხაროდ, ვერ ეღირსა - იმ სახლს ვერ მოესწრო. მას შემდეგ კიდევ 5 წელი გავიდა და მე ისევ აქ ვარ, ისევ ველოდები. უკვე აღარ მაქვს იმედი, რომ ჩემს შვილებს მაინც შეხვდებათ ეს ბინა. იქნებ შვილიშვილებს მაინც ეღირსოთ ის, რასაც ჩვენ 17 წელი ველოდით. ძალიან გულნატკენი ვარ. არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს მომიწევს ლოდინი“, - თქვა ერთ-ერთმა დაზარალებულმა, ლამარა ქურჩიშვილმა BMG-სთან.

BMG დედაქალაქის მერიას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მშენებლობის დაწყება სანებართვო და ტექნიკურმა საკითხებმა გააჭიანურა. მათივე ცნობით, სამხარაულის ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნის გარეშე ამ ეტაპზე პროექტთან დაკავშირებით არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ და მოსახლეობას ისევ მოცდა მოუწევს.

საგულისხმოა, რომ პროექტში ჩართულია კომპანია „ნექსთ დორი“, რომელიც, თბილისის მერიის ინფორმაციით, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს. ტერიტორიაზე ძველი კოლექტორის არსებობის გამო კომპანიას საძირკვლის პროექტის კორექტირება და ხიმინჯოვანი საძირკვლის გათვალისწინება დასჭირდა. პროექტს დამატებითი პრობლემა 2026 წლის ივლისში შეექმნა, როდესაც ტერიტორიაზე ფერდი ჩამოიშალა. ამის გამო სამუშაოები შეჩერდა, კომპანია კი 30 ათასი ლარით დაჯარიმდა. ამ ეტაპზე პროექტის გაგრძელებისთვის ტერიტორიის გამაგრება და შესაბამისი ტექნიკური საკითხების მოგვარებაა საჭირო.

"ველოდებით ექსპერტიზას" - რა ეტაპზეა მარიჯანის N2-ში "ცენტრ პოინტის" ყოფილი მშენებლობა?

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აქცია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • აქციებზე დაკავებულმა თამარ ლორთქიფანიძემ ციხე ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვანეტგაზეთი
  • მილანში საპროტესტო აქციებზე 250-ზე მეტი ადამიანი დააკავესტვ პირველი
  • კახა კალაძე საფრანგეთში მიმდინარე აქციებზე: დღეს იმ უბედურებას, რაც საქართველოში მოაწყვეს, საკუთარ ქვეყანაში ხედავენრუსთავი 2
აქცია →

მსგავსი სტატიები

თბილისში ოპოზიციის ალიანსის საპროტესტო აქცია დასრულდა

თბილისში ოპოზიციის ალიანსის საპროტესტო აქცია დასრულდა

BM.GE

სამხარაულის დასკვნები და MGDF-ის შემოწმებებ - რა ბედი ელის სარეაბილიტაციო სკოლებსა და სასწავლო პროცესს

სამხარაულის დასკვნები და MGDF-ის შემოწმებებ - რა ბედი ელის სარეაბილიტაციო სკოლებსა და სასწავლო პროცესს

BM.GE

"ოჯახური" ფარშის საკმაზის კონკრეტულ პარტიას ქსელებიდან იღებს - განცხადება

"ოჯახური" ფარშის საკმაზის კონკრეტულ პარტიას ქსელებიდან იღებს - განცხადება

BM.GE

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE