მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გურამ მაჭარაშვილი: ეუთოც იმ ორგანიზაციების რიგში გადადის, რომლებიც, ფაქტობრივად, მკვდრადშობილი ორგანიზაციის სტატუსისკენ მიდიან
გურამ მაჭარაშვილი: ეუთოც იმ ორგანიზაციების რიგში გადადის, რომლებიც, ფაქტობრივად, მკვდრადშობილი ორგანიზაციის სტატუსისკენ მიდიან

გურამ მაჭარაშვილი: ეუთოც იმ ორგანიზაციების რიგში გადადის, რომლებიც, ფაქტობრივად, მკვდრადშობილი ორგანიზაციის სტატუსისკენ მიდიან

იმედი|imedinews.ge

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე საერთაშორისო ორგანიზაციების როლი მნიშვნელოვნად შესუსტებულია და საერთაშორისო დღის წესრიგი უკვე სახელმწიფოებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებით ყალიბდება.

მისი თქმით, ეუთო/ოდირის მიმართ განხორციელებული ზეწოლა, მათ შორის საქართველოში ვიზიტის საკითხზე, ადასტურებს, რომ თავად საერთაშორისო ორგანიზაციებიც პოლიტიკური გავლენების ქვეშ იმყოფებიან.

„სამწუხაროა, მაგრამ მოცემულობა ასეთია - ეუთოც იმ ორგანიზაციების რიგში გადადის, რომლებიც, ფაქტობრივად, მკვდრადშობილი ორგანიზაციის სტატუსისკენ მიდიან. გაერო თავად ამერიკის პრეზიდენტმა გამოაცხადა მკვდრადშობილ ორგანიზაციად; ევროკავშირი, შეიძლება ითქვას, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია, აღარ არსებობს და ნატოც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მისმა ერთ-ერთმა მთავარმა დამფუძნებელმა - შეერთებულმა შტატებმა.

სამწუხარო მოცემულობაა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს მსოფლიო დღის წესრიგი უკვე სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკებებით ყალიბდება და საერთაშორისო ორგანიზაციები და მათი განცხადებები, პრაქტიკულად, აღარაფერს წარმოადგენს.

ეუთო/ოდირთან დაკავშირებით მინიმუმ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ როდესაც არჩევნების შედეგები დაიდო, ამბობდნენ, რომ არჩევნები მეტ-ნაკლებად კარგად ჩატარდა, თუმცა ამავე დროს უცხოურმა ძალებმა პირდაპირ დაარტყეს ეუთო/ოდირს და მის წარმომადგენლებს იანვარში საქართველოში ჩამოსვლა აუკრძალეს.

ხომ წარმოგიდგენიათ, ისეთი ტიპის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებს უნდა იცავდეს, თავად გახდა იმ „დიფ სთეითისა“ და ევრობიუროკრატიის ბულინგის მსხვერპლი, რომლებმაც უთხრეს, საქართველოში ვიზიტით არ ჩასულიყვნენ.

ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ასეთი ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციისგან რა რეზოლუცია უნდა გაუკვირდეს ქართულ საზოგადოებას, როდესაც ორგანიზაცია, რომელიც შენ უნდა გიცავდეს, თავად გახდა დასაცავი და ჩვენ ვუთხარით - ნუ ჩამოხვალთ, თუ ასეთი ტიპის ზეწოლასა და ბულინგს განიცდით, როგორმე ამასაც გადავიტანთ.

დღეს მსოფლიოში დღის წესრიგი, ფაქტობრივად, თავდაყირაა დაყენებული. პროცესები ძალაზეა დამყარებული - ზოგ შემთხვევაში ეს ძალა იარაღია, რასაც რეგიონში მიმდინარე ომებით ვხედავთ, ზოგ შემთხვევაში კი ეკონომიკური დარტყმები და სანქციებია. ყველა შემთხვევაში დიპლომატია გვერდზეა გადადებული და სახელმწიფოებს შორის ბრძოლა ინტერესების გადანაწილებისთვის მიმდინარეობს.

სწორედ ამიტომ გამოცხადდა ღიად ასეთი ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გაუქმებულად და სწორედ ამიტომ არის დღეს ეუთო/ოდირიც ამ მდგომარეობაში“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი