მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: მიუხედავადა იმისა, რომ ასეთი ტიპის ევრორეზოლუციები მისი შინაარსიდან გამომდინარე უკვე აღარ წარმოადგენს ძალიან დიდი მნიშვნელობის დოკუმენტებს, მაინც საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ ევრობიუროკრატიას ჯერ კიდევ აქვს მიზანში ამოღებული საქართველოს სახელმწიფო
გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: მიუხედავადა იმისა, რომ ასეთი ტიპის ევრორეზოლუციები მისი შინაარსიდან გამომდინარე უკვე აღარ წარმოადგენს ძალიან დიდი მნიშვნელობის დოკუმენტებს, მაინც საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ ევრობიუროკრატიას ჯერ კიდევ აქვს მიზანში ამოღებული საქართველოს სახელმწიფო

იმედი|imedinews.ge

საზოგადოებას მორიგ ჯერზე შეგვიძლია, ვუთხრათ, რომ ასეთი ტიპის რეზოლუციები ნიშნავს იმას, რომ რა თქმა უნდა, ევრობიუროკრატია არ მოისვენებს მიუხედავად იმისა, რომ პირველი ეტაპი საქართველოში ვერ მოიგო და მისი მიზნები აქ ვერ განხორციელდა, ვგულისხმობ მეორე ფრონტის გახსნას, სანქციების დაწესებას, ეკონომიკის ჩამოშლას და ასე შემდეგ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპარლამენტის რეზოლუციის შეფასებისას.

მისი თქმით, აღნიშნული რეზოლუცია მისი შინაარსიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი დოკუმენტი აღარ არის.

„მიუხედავადა იმისა, რომ ასეთი ტიპის ევრორეზოლუციები მისი შინაარსიდან გამომდინარე უკვე აღარ წარმოადგენს ძალიან დიდი მნიშვნელობის დოკუმენტებს, ვფიქრობ, მაინც საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ ევრობიუროკრატიას ჯერ კიდევ აქვს მიზანში ამოღებული საქართველოს სახელმწიფო, რადგან ის არ დაემორჩილა იმ გლობალურ წესებს, რომელსაც „დიფ სთეითი“ ახორციელებს ამ შემთხვევაში ევრობიუროკრატიის სახით.

იქ არის აბსოლუტურად უარგუმენტო მოთხოვნები. ადრე თუ შეფარულად ამბობდნენ, ახლა გახსნილად გვეუბნებიან, რომ მხოლოდ მათი წარმომადგენლებისთვის უნდა იყოს აქ უვიზო მიმოსვლა. ამიტომ ყურადღება გასამახვილებელია იმ მიმართულებით, რომ ევრობიუროკრატია რა თქმა უნდა, ისევ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომ როგორმე დააზიანოს ქართული სახელმწიფო, ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ვერ დაიმორჩილა. აი, ეს იკითხება მორიგ ჯერზე ამ რეზოლუციაში“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი მიიღო. ანგარიშში საუბარია ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირებაზე. ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, თავი შეიკავონ „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრებისგან. დოკუმენტში ასევე საუბარია ტელეკომპანიების, მათ შორის „იმედის“ წინააღმდეგ სანქციებზე.

გარდა ამისა, რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიას შექმნას მექანიზმი, რომლის საშუალებითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეუნარჩუნდებათ უვიზო წვდომა ევროკავშირში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

იმედი

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

იმედი

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

იმედი