მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გურამ მაჭარაშვილი: როცა ევრობიუროკრატები გაიგებენ, რომ საქართველომ დაიწყო ცხოვრება, როგორც სუვერენულმა ქვეყანამ, მერე დელეგაციებიც ჩამოვლენ, ეს ვნახეთ შეერთებული შტატების შემთხვევაშიც
გურამ მაჭარაშვილი: როცა ევრობიუროკრატები გაიგებენ, რომ საქართველომ დაიწყო ცხოვრება, როგორც სუვერენულმა ქვეყანამ, მერე დელეგაციებიც ჩამოვლენ, ეს ვნახეთ შეერთებული შტატების შემთხვევაშიც

გურამ მაჭარაშვილი: როცა ევრობიუროკრატები გაიგებენ, რომ საქართველომ დაიწყო ცხოვრება, როგორც სუვერენულმა ქვეყანამ, მერე დელეგაციებიც ჩამოვლენ, ეს ვნახეთ შეერთებული შტატების შემთხვევაშიც

იმედი|imedinews.ge

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ საქართველო უნდა იყოს პრინციპული საერთაშორისო ურთიერთობებში და საკუთარი სუვერენიტეტი პრინციპულად დაიცვას.

„როგორც დაიცავ შენი ქვეყნისა და ერის ღირსებას, ისე მოგექცევა ყველა სახელმწიფო - ეს ჩვეულებრივი ნორმაა“, - აცხადებს დეპუტატი და აღნიშნავს, რომ დასავლეთის მხრიდან საქართველოს მიმართ ხშირად ორმაგი სტანდარტებია, რასაც, მისი შეფასებით, ადასტურებს ბრიტანეთის გადაწყვეტილება, რუსულ პროდუქტებზე გარკვეული სანქციების მოხსნის შესახებ.

„ხალხის ძალას“ არ გვიჭირს სიმართლის თქმა და პრინციპულობა. ამისკენ ყოველთვის მოვუწოდებდით ხელისუფლებას და დღესაც ამ პოზიციაზე ვდგავართ. ბოლო პერიოდში ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა - იქნება ეს ელჩის დაბარება თუ კრიტიკული პოზიციის გამოხატვა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის ელჩმა ან სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა საქართველოს მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთეს.

როგორც დაიცავ შენი ქვეყნისა და ერის ღირსებას, ისე მოგექცევა ყველა სახელმწიფო - ეს ჩვეულებრივი ნორმაა. დღეს, როდესაც, ბრიტანეთმა ორ რუსულ პროდუქტზე სანქციები მოხსნა, მაქვს კითხვა ევროკავშირისა და ბრიტანეთის ელჩებთან - როგორ ხდება ეს? იქნებ ჩვენც გაგვაგებინონ: რუსეთმა რამე გამოასწორა და ამიტომ მოუხსნეს სანქციები? იქნებ ჩვენც გამოვიყენოთ ეს რამეში. და თუ არაფერი გამოუსწორებია რუსეთს, მაშინ რატომ მოუხსნეს სანქციები? შესცივდათ და დასჭირდათ ეს პროდუქტები? საჰაერო მიმოსვლისთვის საწვავი დასჭირდათ და რუსულ ნავთობს სუნი არ უდის დიდ ბრიტანეთს როცა სჭირდება? მაგრამ როცა საქართველოს სჭირდება ტურისტი, რომ გლეხმა რაღაც შემოსავალი ნახოს, მაშინ ეს დაუშვებელია?

ახსნას ევროკავშირის ელჩმა - რას აკეთებს დიდი ბრიტანეთი? ბნელ წარსულში მიდის უკან, რუსულ ნავთობზე რომ სანქციები მოხსნა? ჩვენ ხომ გვეუბნებოდნენ, რომ თუ აქ ლგბტ აღლუმებს არ ჩაატარებთ, საქართველო ბნელ წარსულში დაბრუნდებაო? ამ დროს დიდი ბრიტანეთი რას აკეთებს - ახლა ორ პროდუქტზე მოხსნა სანქციები და ორი თვის წინ მილსადენზეც მოუხსნა სანქცია.

ეს ძალიან მარტივი კითხვებია, მაგრამ პასუხი არ ექნებათ და ისევ რაღაც ორაზროვან განცხადებებს გააკეთებენ. სწორედ ამიტომ უნდა ვიყოთ პრინციპულები და არავის არაფერი არ უნდა შევარჩინოთ. როცა გაიგებენ, რომ საქართველომ დაიწყო ცხოვრება, როგორც სუვერენულმა ქვეყანამ, მერე დელეგაციებიც ჩამოვლენ.

ასე მოხდა შეერთებული შტატების შემთხვევაშიც. გასაგებია, რომ ორმხრივი ურთიერთობების აღდგენა სწრაფი ტემპებით არ მომხდარა, მაგრამ, როგორც მინიმუმ, უკვე ერთი წელია თეთრი სახლიდან აღარ კეთდება ის უსამართლო განცხადებები, რაც ბაიდენის დროს იყო, როცა ყოველი მეორე განცხადება საქართველოს წინააღმდეგ იყო მიმართული.

დღეს მათ აღარ გაუკეთებიათ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები და მეტიც, საქართველოში დელეგაციები ჩამოდიან. სავარაუდოდ, ძალიან პოზიტიური ურთიერთობები გვექნება ამერიკასთან, რადგან მათ დაინახეს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც უნდა ნორმალური ურთიერთობა ყველასთან, ვინც აღიარებს მის დამოუკიდებლობას. და რაც მალე გაიგებს ამას ევროკავშირი, მით უკეთესი იქნება. ევროკავშირს თავად ამერიკასთან აქვს პრობლემები და რა გასაკვირია, რომ საქართველოსთანაც ჰქონდეს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

იმედი

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: რთულია, როდესაც არ ზის საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან, დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვაგრძელებთ ევროკომისიასთან მუშაობას იმისათვის, რომ ექვსთვიანი პერიოდი დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით