მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში „საქართველოს მელიორაციის“ ახალმა მომსახურების ცენტრმა დაიწყო ფუნქციონირება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში „საქართველოს მელიორაციის“ ახალმა მომსახურების ცენტრმა დაიწყო ფუნქციონირება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში „საქართველოს მელიორაციის“ ახალმა მომსახურების ცენტრმა დაიწყო ფუნქციონირება

იმედი|imedinews.ge

სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მომხმარებლებთან კომუნიკაციის გამარტივების მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას ახორციელებს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში მომსახურების ახალი ცენტრი მელაანის, კაჭრეთის, ზემო კაჭრეთის, ნანიანის, დარჩიეთის, ქოდალოს, არაშენდისა და ჯიმითის მოსახლეობას საირიგაციო მომსახურების მიღებას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს. მომხმარებლებს შეეძლებათ წყალსარგებლობის განრიგის ადგილზე შეთანხმება.

კომპანიის თანამშრომლები მოსახლეობასა და ფერმერებს დაეხმარებიან განცხადებების შევსებასა და საჭირო პროცედურების გავლაში; აქამდე, ადგილობრივ მოსახლეობას აღნიშნული სერვისებით სარგებლობისთვის სხვა მუნიციპალიტეტში უწევდა მისვლა.

ახალი ცენტრი შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა კომპანიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა. მისი განცხადებით, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და წყალმომხმარებელთა ინფორმირებულობის ამაღლებაა. აღინიშნა, რომ მომსახურების ცენტრი ადილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს, საჭირო სერვისები სწრაფად და კომფორტულად მიიღოს, რაც ფერმერებთან და წყალმომხმარებლებთან თანამშრომლობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის.

მიმდინარე წელს კიდევ 2 ახალი მომსახურების ცენტრი გაიხსნება დმანისისა და წნორის მუნიციპალიტეტებში. პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით მსგავსი ცენტრების დამატების მიზნით, შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება

ბრიუსელი სეუტაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ესპანეთს Frontex-ის დახმარებას სთავაზობს

ბრიუსელი სეუტაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ესპანეთს Frontex-ის დახმარებას სთავაზობს

იმედი

ლადო სადღობელაშვილი: ჯანგირაშვილი მანიპულირებს და ცდილობს თავს მოგვახვიოს დესტრუქციული ნარატივი, თითქოს, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ჯანგირაშვილი ცრუობს, რასაც ფაქტები ადასტურებს

El Pais: ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სეუტაში განლაგებული სახმელეთო ჯარების დანაყოფების მობილიზება მოახდინოს სამოქალაქო გვარდიის მხარდასაჭერად - სამოქალაქო გვარდიის ძალები ვერ აუდიან ათასობით მიგრანტის ნაკადს, რომლებიც ესპანურ ქალაქსა და მაროკოს შორის არსებულ ტარახალის საზღვარს ცურვით კვეთენ