მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ღვაწლმოსილი პედაგოგების, რევაზ და გუგული სოლომონიძეების, მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობისადმი მიძღვნილი გაცილების საღამო გაიმართა
ღვაწლმოსილი პედაგოგების, რევაზ და გუგული სოლომონიძეების, მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობისადმი მიძღვნილი გაცილების საღამო გაიმართა

ღვაწლმოსილი პედაგოგების, რევაზ და გუგული სოლომონიძეების, მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობისადმი მიძღვნილი გაცილების საღამო გაიმართა

იმედი|imedinews.ge

ოქრუაშვილების საჯარო სკოლის ორგანიზებით ღვაწლმოსილი პედაგოგების, რევაზ და გუგული სოლომონიძეების, მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობისადმი მიძღვნილი გაცილების საღამო გაიმართა.

ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა რევაზ და გუგული სოლომონიძეებს განათლების სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ მათი მრავალწლიანი შრომა, პროფესიონალიზმი და ერთგულება მომავალი თაობებისთვის მაგალითია.

რევაზ სოლომონიძე 1954 წლის 8 ივნისს, სოფელ ოქრუაშვილებში დაიბადა. 1978 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. უკვე 48 წელია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. 2004 წლიდან დღემდე კი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტში ლექტორის პოზიციაზე მუშაობს.

გუგული სოლომონიძე 1956 წელს, სოფელ პაქსაძეებში დაიბადა. იგი 1984-2011 წლებში წარმატებით ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. არჩეული იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, სხვადასხვა წლებში კი რაიონული და საკრებულოს საბჭოების წევრად საქმიანობდა. შრომითი მიღწევებისა და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის არაერთი მაღალი ჯილდოთი და სიგელით არის დაჯილდოებული.

საღამოს რევაზ და გუგული სოლომონიძეების ოჯახის წევრები, პედაგოგები, მოსწავლეები, კურსდამთავრებულები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას ხულოს მუნიციპლიტეტის მერია ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

იმედი

გურამ ნიკოლაშვილი სიძულვილის ენაზე: შეუძლებელია ყველაფერზე მიიღო კანონი, თუმცა უნდა ჩანდეს რასთან გვაქვს საქმე და უნდა იყოს ახსნილი, რომ ეს არის მიზანმიმართული, ხელშეწყობილი და ის, რომ იმ პოდკასტს თავისი მფლობელი და დამფინანსებელი ჰყავს, რომელსაც ძალიან კარგად ესმის რას აკეთებს

გურამ ნიკოლაშვილი ტრადიციების შეურაცხყოფაზე: მიზანია მოირყეს კრიტერიუმები, მოხდეს ყველაფრის დესაკრალიზაცია და შემდეგ თუ ყველაფერი მოსულა, ბუნებრივია ასეთ პირობებში და წესებში იმარჯვებს ის, ვისაც შეუძლია მეტის კადრება

როლანდ პრაისი: მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი, საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების მნიშვნელოვან პროცესში

როლანდ პრაისი: მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი, საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების მნიშვნელოვან პროცესში

იმედი