მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „ღვინის ქარხანა №1“ -ის ენოთეკაში დაცული ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექციის შესწავლა იწყება
„ღვინის ქარხანა №1“ -ის ენოთეკაში დაცული ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექციის შესწავლა იწყება

„ღვინის ქარხანა №1“ -ის ენოთეკაში დაცული ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექციის შესწავლა იწყება

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თბილისში, „ღვინის ქარხანა №1“-ის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური ენოთეკის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.

მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა აღნიშნული პროექტის განხორციელების მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ უნიკალური ენოთეკის გახსნა განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობისთვის.

„ეს უნიკალური სივრცე ორ საუკუნეზე მეტი ხნის დაძველების ღვინოებსა და სპირტიან სასმელებს ინახავს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც ღვინის კულტურის სამშობლოს მნიშვნელობას. სწორედ ღვინის წარმოების უძველესმა ტრადიციამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული ადგილი მსოფლიო რუკაზე და საუკუნეების განმავლობაში საქართველოს სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. დღეს ჩვენ იმ პროცესის მონაწილეები ვართ, რომელიც საქართველოს, როგორც ღვინის უნიკალური კულტურის მატარებელ ქვეყანას, საერთაშორისო ყურადღების ცენტრში სრულიად ახალი კუთხით წარმოაჩენს“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

„ღვინის ქარხანა №1“-ის ტერიტორიაზე არსებულ ენოთეკაში, წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით 20 ათასამდე საკოლექციო ბოთლი ინახება. კოლექცია ორ საუკუნეზე მეტი ხნის დაძველების როგორც ქართულ, ისე უცხოურ პრემიუმ კლასის ღვინოებს აერთიანებს. აქვე დაცულია ნაპოლეონ ბონაპარტის, იოსებ სტალინის და სხვა ისტორიულ ფიგურებთან დაკავშირებული უნიკალური ნიმუშები.

ღვინის ენოთეკა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ღვინის ეროვნულ სააგენტოს სარგებლობის უფლებით, უსასყიდლოდ და უვადოდ გადასცა. იგეგმება ენოთეკაში დაცული ალკოჰოლური სასმელების ბოთლების იდენტიფიცირება და მათი წარმოშობის დადგენა.

უნიკალური ენოთეკის გახსნა და მისი შესწავლა შესაძლებლობას იძლევა, ქართული ღვინო კიდევ ერთხელ მოექცეს საერთაშორისო ყურადღების ცენტრში და წარმოდგენილი ნიმუშები მსოფლიოს მსხვილი აუქციონების ლოტებად იქცეს.

აღსანიშნავია, რომ „ღვინის ქარხანა №1“ XIX საუკუნის ეროვნული არქიტექტურის გამორჩეული ნიმუშია, რომლის მშენებლობაც ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ და მეცენატმა დავით სარაჯიშვილმა დააფინანსა. ენოთეკა, რომელიც ამ ისტორიულ კომპლექსში მდებარეობს, საუკუნოვან მემკვიდრეობას ინახავს და ქართული მეღვინეობის მნიშვნელოვან საგანძურს წარმოადგენს.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები, „შატო იკემის“ პრეზიდენტი პიერ ლურტონი, საერთაშორისო სააუქციონო სახლებისა და მედიის წარმომადგენლები, ღვინის უცხოელი კოლექციონერები, ასევე საქართველოს ღვინის ინდუსტრიისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

იმედი

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: რთულია, როდესაც არ ზის საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან, დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვაგრძელებთ ევროკომისიასთან მუშაობას იმისათვის, რომ ექვსთვიანი პერიოდი დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით