მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. იაპონიაში ადამიანებისთვის ღორის თირკმლების გადანერგვის ტესტირებისთვის ემზადებიან
იაპონიაში ადამიანებისთვის ღორის თირკმლების გადანერგვის ტესტირებისთვის ემზადებიან

იაპონიაში ადამიანებისთვის ღორის თირკმლების გადანერგვის ტესტირებისთვის ემზადებიან

იმედი|imedinews.ge

იაპონიაში ადამიანებისთვის ღორის თირკმლების გადანერგვის ტესტირებისთვის ემზადებიან - 2033 წლისთვის ასეთი ოპერაციები შესაძლოა სტანდარტული გახდეს. საკითხზე მეიძის უნივერსიტეტთან არსებული სტარტაპი PorMedTec მუშაობს. უნივერსიტეტში გენმოდიფიცირებული ღორების გამოყვანა უკვე დაიწყეს, ცხოველისგან ადამიანისთვის თირკმლების გადანერგვის კლინიკური გამოცდების ჩატარება კი 2028 წელს იგეგმება.

„ჩვენ განზრახული გვაქვს, ეს მეთოდი განვავითაროთ, როგორც თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობის ერთ-ერთი ვარიანტი - ადამიანისგან ადამიანზე ტრანსპლანტაციასა და დიალიზთან ერთად“, - განაცხადა PorMedTec-ის ხელმძღვანელობამ.

პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ტესტირება ერთდროულად იაპონიის ორ საავადმყოფოში ჩატარდება. გამოცემა აღნიშნავს, რომ იაპონიისთვის ეს პირველი მსგავსი ტესტირება იქნება.

სტარტაპი ვარაუდობს, რომ პირობით ნებართვას ცხოველებიდან ადამიანებზე ორგანოების გადანერგვაზე 2030 წელს მიიღებს, ხოლო 2033 წლისთვის ადამიანისთვის ღორის თირკმლების ტრანსპლანტაციას თერაპიის სტანდარტულ მეთოდად აქცევს.

იაპონური კომპანია ამ პროექტში თანამშრომლობს აშშ-ის ბიოტექნოლოგიურ კომპანია eGenesis Inc.-თან, რომლისგანაც გენმოდიფიცირებულ ღორის უჯრედებს იღებს. რეციპიენტის ორგანიზმის მიერ გადანერგილი ორგანოების უარყოფის თავიდან აცილების მიზნით, ღორის ორგანიზმში 69 გენეტიკური მოდიფიკაცია იქნება შეტანილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რაჭაში „ონელობა 2026“ აღნიშნეს და საპატიო და ღვაწლმოსილი ადამიანები დააჯილდოვეს

რაჭაში „ონელობა 2026“ აღნიშნეს და საპატიო და ღვაწლმოსილი ადამიანები დააჯილდოვეს

იმედი

ნიკა გვარამია: ანა წითლიძე რას ამბობს, საერთოდ მნიშვნელოვანი არ არის ჩემთვის

ნიკა გვარამია: ანა წითლიძე რას ამბობს, საერთოდ მნიშვნელოვანი არ არის ჩემთვის

იმედი

ზაგრებში ნარჩენების გატანის მოთხოვნით აქცია გაიმართა

ზაგრებში ნარჩენების გატანის მოთხოვნით აქცია გაიმართა

იმედი

ნარკოდანაშაულში მხილებულ ეგვიპტელ ტელეწამყვანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ნარკოდანაშაულში მხილებულ ეგვიპტელ ტელეწამყვანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

იმედი