
„იბერია“ ევროპალიგის პლეიოფის საპასუხო მატჩში დღეს „იაგელონიას“ უმასპინძლებს⚽
იმედი|imedinews.ge
საქართველოს ჩემპიონი, თბილისის „იბერია“ დღეს „მიხეილ მესხზე“ ევროპალიგის პლეიოფის საპასუხო მატჩს გამართავს. ქართული გუნდი პოლონურ „იაგელონიას“ უმასპინძლებს, რომელთანაც გასვლაზე ანგარიშით 0:4 წააგო. თამაში 20:00 საათზე დაიწყება.
ორი მატჩის ჯამში გამარჯვების შემთხვევაში, „იბერია“ ევროპალიგაზე იასპარეზებს, წაგების შემთხვევაში კი საქართველოს ჩემპიონი კონფერენს ლიგაზე იბრძოლებს.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge