მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ICG: აშშ-მა და ევროპამ სცადეს საქართველოს ჩართვა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში კიევისთვის იარაღის მიწოდებით ან რუსეთისთვის სანქციების დაწესებით - ამ მოწოდებებს პოტენციურად დამანგრეველი ფასი ჰქონდა თავად ქართველებისთვის
ICG: აშშ-მა და ევროპამ სცადეს საქართველოს ჩართვა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში კიევისთვის იარაღის მიწოდებით ან რუსეთისთვის სანქციების დაწესებით - ამ მოწოდებებს პოტენციურად დამანგრეველი ფასი ჰქონდა თავად ქართველებისთვის

იმედი|imedinews.ge

რუსეთის თავდაპირველმა შეტევამ უკრაინაზე შოკში ჩააგდო ქვეყანა, რომელმაც თავადაც გადაიტანა რუსეთის შეჭრა 2008 წელს, და ხელისუფლებაში გაჩნდა შიში, რომ საქართველო შესაძლოა შემდეგი სამიზნე ყოფილიყო, - ვკითხულობთ International Crisis Group (ICG)-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.

როგორც ICG აღნიშნავს, აშშ-მა და ევროპამ დაუყოვნებლივ სცადეს საქართველოს ჩართვა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. აშშ-მა კერძო არხებით მიმართა საქართველოს, რომ უკრაინისთვის რაიმე ფორმით დახმარება გაეწია - მაგალითად, საკუთარი არსენალიდან იარაღის მიწოდებით კიევისთვის (რომელსაც შემდეგ ვაშინგტონი ჩაანაცვლებდა) ან რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაწესებით. ბრიუსელმაც არაერთხელ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, საკუთარი საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობაში მოეყვანა.

„თუმცა, საქართველომ უკრაინის დახმარების ეს მოწოდებები, ქვეყნის პროდასავლური ორიენტაციის ექსპლუატაციის მცდელობად აღიქვა, რასაც პოტენციურად დამანგრეველი ფასი ჰქონდა თავად ქართველებისთვის. შესაძლოა, აშშ-ს არ ეგონა, რომ მისი მოთხოვნები პროვოკაციული იყო, რადგან ისინი მსგავს მოწოდებებს უგზავნიდნენ პარტნიორებს მთელ მსოფლიოში, მაგრამ ორივე მხარის ოფიციალური პირები ახლა ამბობენ, რომ ვაშინგტონმა არ გაითვალისწინა საქართველოს უნიკალური მგრძნობელობა,“ - ნათქვამია სტატიაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა ამ მოთხოვნებზე და სანაცვლოდ შეეცადა რუსეთის გაღიზიანების თავიდან აცილებას, პარალელურად კი, მეზობელ ქვეყანასთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას შეუწყო ხელი - აღადგინა პირდაპირი ავიარეისები რუსეთის ქალაქებთან და გაზარდა ნავთობისა და გაზის შესყიდვები.

ICG-ის მიმოხილვის თანახმად, საქართველოს მცდელობებმა უკრაინის ომში ჩაურევლად დარჩენასთან დაკავშირებით, მწვავე კრიტიკა გამოიწვია ევროპარლამენტის რიგ რეზოლუციებსა და აშშ-ისა და ევროკავშირის ზოგიერთი კანონმდებლის განცხადებაში.

ევროკავშირის ოფიციალური პირები ამტკიცებდნენ, რომ ეს კომენტარები არ გამოხატავდა ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას, თუმცა, საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ორივე მხარემ ისინი ევროკავშირის დამოკიდებულების გამოხატულებად აღიქვა, რამაც არაერთი კრიზისი გამოიწვია. ოპოზიციისა და კრიტიკული არასამთავრობოებისა და მედიისთვის ევროპელების უკმაყოფილება ხელისუფლების წინააღმდეგ გარე ჩარევის იმედს აძლიერებდა. „ქართული ოცნებისთვის“ კი ეს გახდა საფუძველი შიშების გასაღვივებლად, თითქოს არსებობდა ორგანიზებული მცდელობა საქართველოს ომში ჩათრევის მიზნით.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 245 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
  • რუსეთი კიევს, ლვოვსა და კრივი-რიჰს დაესხა თავს - არის მსხვერპლიBM.GE
რუსეთის →ევროპის →სანქციების →

მსგავსი სტატიები

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება