მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ილია ინჯია: 18 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რომელიც საქართველოს ისტორიაში უმძიმეს ტრაგედიად დარჩა, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სწორად გავაანალიზოთ წარსული, მათ შორის, მიზანმიმართულად არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები და უპასუხისმგებლო ნაბიჯები, რომლებმაც ქვეყანა ომამდე მიიყვანა
ილია ინჯია: 18 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რომელიც საქართველოს ისტორიაში უმძიმეს ტრაგედიად დარჩა, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სწორად გავაანალიზოთ წარსული, მათ შორის, მიზანმიმართულად არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები და უპასუხისმგებლო ნაბიჯები, რომლებმაც ქვეყანა ომამდე მიიყვანა

იმედი|imedinews.ge

18 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რომელიც საქართველოს ისტორიაში უმძიმეს ტრაგედიად დარჩა, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სწორად გავაანალიზოთ წარსული, მათ შორის, მიზანმიმართულად არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები და უპასუხისმგებლო ნაბიჯები, რომლებმაც ქვეყანა ომამდე მიიყვანა - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ფეისბუქზე დაწერა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროპელი სოციალისტების” ლიდერმა, ილია ინჯიამ.

როგორც ვიცე-სპიკერმა დაწერა, ისტორიული შეფასებისას ხაზგასასმელია ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი გარკვეული პოლიტიკური ძალების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ცალსახად ატარებდნენ სხვა ქვეყნის ინტერესებს!

„18 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რომელიც საქართველოს ისტორიაში უმძიმეს ტრაგედიად დარჩა.

2008 წლის აგვისტოს ომმა ქვეყანას მძიმე შედეგები მოუტანა - ადამიანური მსხვერპლი, დევნილობა საკუთარ სამშობლოში, დაღუპული ოჯახის წევრები და დაკარგული საკუთარი სახლები.

დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სწორად გავაანალიზოთ წარსული, მათ შორის, მიზანმიმართულად არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები და უპასუხისმგებლო ნაბიჯები, რომლებმაც ქვეყანა ომამდე მიიყვანა.

ისტორიული შეფასებისას ხაზგასასმელია ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი გარკვეული პოლიტიკური ძალების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ცალსახად ატარებდნენ სხვა ქვეყნის ინტერესებს!

დღეს, საქართველოს ტერიტორიები დროებით არის ოკუპირებული და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული მიზანი. ხოლო, ქვეყნის მთავარი ამოცანა კი, მშვიდობის შენარჩუნება, სახელმწიფოს გაძლიერება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენაა.

მარადიული ხსოვნა აგვისტოს ომის დროს დაღუპულებს!

მშვიდობა საქართველოს”, - დაწერა ილია ინჯიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვლადიმერ ბოჟაძე: ომამდე, ომის დროსაც და ომის შემდეგაც „ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთის ინტერესებს ატარებდა

ვლადიმერ ბოჟაძე: ომამდე, ომის დროსაც და ომის შემდეგაც „ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთის ინტერესებს ატარებდა

იმედი

წირვისა და პარაკლისის შემდეგ ატენისა და გორის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა

წირვისა და პარაკლისის შემდეგ ატენისა და გორის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა

იმედი

პოლკოვნიკი მაიზერ გელოვანი ბარამიძეზე: ამდენმა ხალხმა მოისმინა და ვერავინ გაიგო სწორად? სად იბრძოდა? ერთი ტყვია გაუსვრია თვითონ?

პოლკოვნიკი მაიზერ გელოვანი ბარამიძეზე: ამდენმა ხალხმა მოისმინა და ვერავინ გაიგო სწორად? სად იბრძოდა? ერთი ტყვია გაუსვრია თვითონ?

იმედი

დავით ღვინჯილია გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: მის სიტყვებს არანაირი დამაჯერებლობა არ აქვს. მისი განცხადება თავიდან ბოლომდე ტყუილია

დავით ღვინჯილია გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: მის სიტყვებს არანაირი დამაჯერებლობა არ აქვს. მისი განცხადება თავიდან ბოლომდე ტყუილია

იმედი