მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. იმერეთის პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება
იმერეთის პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება

იმერეთის პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, იმერეთის რეგიონში აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდულ გარჩევებში“.

გამოძიებით ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულები შეკრებებზე ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს, ხოლო დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში, მათ ფიზიკური ანგარიშსწორებით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია და 223-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 31 სტატია.

  • აწყობდნენ „ქურდულ გარჩევებს" და პირებს მკვლელობით ემუქრებოდნენ - დაკავებულია 4 პირი, 2-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებატვ პირველი
  • იმერეთის პოლიციამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებარუსთავი 2
  • კოალიცია ცვლილებისთვის მირცხულავასა და კობაიძისთვის ბრალის წაყენებას აბსურდულს უწოდებსფორმულა
  • ელისაშვილს ახალ ბრალს უყენებენნეტგაზეთი
ბრალი →

მსგავსი სტატიები

დონალდ ტრამპი: შეიარაღების მარაგების შემცირების მიზეზი არის ის, რომ ბაიდენმა უკრაინას 300 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება გადასცა

დონალდ ტრამპი: შეიარაღების მარაგების შემცირების მიზეზი არის ის, რომ ბაიდენმა უკრაინას 300 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება გადასცა

იმედი

დონალდ ტრამპი: FIFA საშინელ შეცდომას დაუშვებს, თუ რაიმე მიზეზით ჯანი ინფანტინოს შეცვლას განიხილავს

დონალდ ტრამპი: FIFA საშინელ შეცდომას დაუშვებს, თუ რაიმე მიზეზით ჯანი ინფანტინოს შეცვლას განიხილავს

იმედი

The Wall Street Journal: ირანის თავდასხმებმა ახლო აღმოსავლეთში მდებარე სამხედრო ობიექტებსა და ტექნიკაზე აშშ-ს 13 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენა

The Wall Street Journal: ირანის თავდასხმებმა ახლო აღმოსავლეთში მდებარე სამხედრო ობიექტებსა და ტექნიკაზე აშშ-ს 13 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენა

იმედი

დავით ქართველიშვილი: საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება მოძრაობდეს არა მხოლოდ ტვირთი, მგზავრი და ელექტროენერგია, არამედ თანამედროვე ეკონომიკაში არანაკლებ ძვირფასი რესურსი - მონაცემები და გამოთვლითი სიმძლავრეები