მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. აწყობდნენ „ქურდულ გარჩევებს" და პირებს მკვლელობით ემუქრებოდნენ - დაკავებულია 4 პირი, 2-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება
აწყობდნენ „ქურდულ გარჩევებს" და პირებს მკვლელობით ემუქრებოდნენ - დაკავებულია 4 პირი, 2-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება

აწყობდნენ „ქურდულ გარჩევებს" და პირებს მკვლელობით ემუქრებოდნენ - დაკავებულია 4 პირი, 2-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება

ტვ პირველი11 აგვისტო, 2026, 11:43|tvpirveli.ge

დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 4 პირი - 2 მათგანს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. დაკავებულებს ხელბორკილები იმერეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაადეს.

შსს-ს ცნობით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, იმერეთის რეგიონში აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდულ გარჩევებში“.

გამოძიებით ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულები შეკრებებზე ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს, ხოლო დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში, მათ ფიზიკური ანგარიშსწორებით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, იმერეთის რეგიონში აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდულ გარჩევებში“. გამოძიებით ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულები შეკრებებზე ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს, ხოლო დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში, მათ ფიზიკური ანგარიშსწორებით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია და 223-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მკვლელობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 44 სტატია.

  • საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის შეკვეთით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის სასამართლო პროცესი გაიმართარუსთავი 2
  • აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობასიმედი
  • აშშ კვლავაც გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობასნეტგაზეთი
  • ვერაზე 17 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნიკა კაპანაძე ციხეში გადაიყვანესფორმულა
მკვლელობის →ბრალი →

მსგავსი სტატიები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

ტვ პირველი

რუსეთმა კიევსა და ზაპოროჟიეს „ცირკონის“ და ბალისტიკური რაკეტებით შეუტია

რუსეთმა კიევსა და ზაპოროჟიეს „ცირკონის“ და ბალისტიკური რაკეტებით შეუტია

ტვ პირველი

რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯი

რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯი

ტვ პირველი

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

ტვ პირველი