
თეთრი სახლი აქვეყნებს ტრამპის პოსტს, სადაც ჰორმუზის სრუტე აშშ-ის ახალ ტერიტორიადაა მოხსენიებული
იმედი|imedinews.ge
თეთრმა სახლმა Facebook-ზე აქვეყნებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოსტს, რომელზეც ჰორმუზის სრუტე აშშ-ის ახალ ტერიტორიადაა მოხსენიებული. აღნიშნული პოსტი თეთრი სახლის ლიდერმა თავის Truth Social-ის ანგარიშზე გამოაქვეყნა.
რამდენიმე დღით ადრე კი ტრამპი დაიმუქრა, რომ „მალე“ ამ სტრატეგიულ საზღვაო გზას აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა.
ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენად სერიოზულია ტრამპის ეს ნაბიჯი, ვინაიდან მოლაპარაკებების პერიოდში მას არაერთხელ გაუჟღერებია თეირანის მისამართით მუქარები, რომლებიც საბოლოოდ არ განუხორციელებია.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge