მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ინგა ფხალაძე: ვმუშაობთ რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებასა და საქართველოს, როგორც საიმედო სატრანზიტო ჰაბის როლის განმტკიცებაზე
ინგა ფხალაძე: ვმუშაობთ რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებასა და საქართველოს, როგორც საიმედო სატრანზიტო ჰაბის როლის განმტკიცებაზე

ინგა ფხალაძე: ვმუშაობთ რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებასა და საქართველოს, როგორც საიმედო სატრანზიტო ჰაბის როლის განმტკიცებაზე

იმედი|imedinews.ge

საქართველოს მთავრობა პრიორიტეტს ანიჭებს ადგილობრივი გენერაციის, ახალი განახლებადი სიმძლავრეებისა და გადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარებას. ჩვენი ამოცანაა, 2036 წლისთვის ქვეყანა იყოს სრულად თვითკმარი, გაიზარდოს დადგმული სიმძლავრეები, განულდეს ელექტროენერგიის იმპორტი და გაფართოვდეს როგორც საექსპორტო, ისე სატრანზიტო შესაძლებლობები. ჩვენი მიზანი ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ, რომელმაც აზერბაიჯანის დედაქალაქში „ბაქოს ენერგეტიკულ კვირეულში“ მიიღო მონაწილეობა.

პლენარულ სესიაზე, სახელწოდებით „საერთაშორისო თანამშრომლობა მდგრადი და დივერსიფიცირებული ენერგეტიკული მომავლისთვის“ სიტყვით გამოსვლისას ინგა ფხალაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებასა და საქართველოს, როგორც საიმედო სატრანზიტო ჰაბის როლის განმტკიცებაზე. მისივე თქმით, ეს პროცესი ხელს უწყობს უფრო მეტ სტაბილურობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობას.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გამოწვევების უზრუნველყოფა მხოლოდ რეგიონული თანამშრომლობითა და კოორდინირებული პარტნიორობით არის შესაძლებელი. მისი თქმით, სტრატეგიული მნიშვნელობის მიმდინარე პროექტები ნათლად აჩვენებს ინფრასტრუქტურის როლს დივერსიფიკაციის გაძლიერებასა და ბაზრების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაში.

„ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ სტრატეგიულ ინიციატივებს, როგორებიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი და მწვანე ენერგიის დერეფანი (GECO), რომლებიც მიზნად ისახავს ელექტროენერგეტიკული კავშირების გაძლიერებას სამხრეთ კავკასიას, შავი ზღვის რეგიონსა და ევროპას შორის, რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების, ბაზრის ინტეგრაციისა და მწვანე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარების მხარდაჭერასთან ერთად“ - განაცხადა ინგა ფხალაძემ.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომელიც ქართული ინიციატივაა, მნიშვნელოვნად გააძლიერებს ტრანსსასაზღვრო ელექტროენერგიით ვაჭრობას, შესაძლებელს გახდის სამხრეთ კავკასიიდან ევროპაში მწვანე ენერგიის ექსპორტს და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს, როგორც საიმედო სატრანზიტო და დაკავშირებადობის ჰაბის როლს.

„პარტნიორობის გაძლიერება, ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაცია და საიმედო სატრანზიტო დერეფნების განვითარება გადამწყვეტი გახდა არა მხოლოდ ეროვნული ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, არამედ უფრო ფართო რეგიონული და გლობალური სტაბილურობისთვის. საქართველო, საკუთარი ენერგეტიკული მედეგობის გაძლიერებით, განახლებადი ენერგიის განვითარებით, რეგიონული დაკავშირებადობის ინიციატივების მხარდაჭერითა და იმ საიმედო პარტნიორობაში წვლილის შეტანით, რომელიც სამხრეთ კავკასიას ევროპასთან და სხვა რეგიონებთან აკავშირებს, ამ მიდგომის ერთგული რჩება“, - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.

ენერგეტიკული ფორუმი, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრები მონაწილეობენ, დიალოგის წამყვან და სტრატეგიულ პლატფორმას წარმოადგენს. ღონისძიება, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გახსნა, „ბაქოს ენერგეტიკული კვირეულის“ (Baku Energy Week) ფარგლებში ტარდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

იმედი

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: რთულია, როდესაც არ ზის საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან, დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვაგრძელებთ ევროკომისიასთან მუშაობას იმისათვის, რომ ექვსთვიანი პერიოდი დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით