მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ინგა ფხალაძემ ვენაში ენერგეტიკული უსაფრთხოების დაფინანსების საკითხებზე გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ინგა ფხალაძემ ვენაში ენერგეტიკული უსაფრთხოების დაფინანსების საკითხებზე გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ინგა ფხალაძემ ვენაში ენერგეტიკული უსაფრთხოების დაფინანსების საკითხებზე გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო განვითარების OPEC ფონდის სათაო ოფისში გამართულ საერთაშორისო შეხვედრაში „უსაფრთხო ენერგეტიკული სისტემების დაფინანსება: სტრატეგიული არჩევანი და მდგრადი გადაწყვეტილებები” სესიაზე „ენერგოეფექტურობის დაფინანსება ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის“ ინგა ფხალაძემ ენერგოეფექტურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მისი თქმით, ენერგოეფექტურობა ხელს უწყობს ენერგიის მოხმარების შემცირებას, ხარჯების ოპტიმიზაციას, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ენერგეტიკული გაერთიანების წევრობის ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებზე, რომლებიც ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების სფეროებში ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივ დაახლოებას ითვალისწინებს. ინგა ფხალაძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო შენობების სექტორში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების წარმატებით განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ფინანსური მექანიზმების ხელმისაწვდომობა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა. შეხვედრა ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო ფინანსური გადაწყვეტილებების, სტრატეგიული არჩევანებისა და მდგრადი მიდგომების განხილვას დაეთმო. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგატებმა, წამყვანი საერთაშორისო საბანკო და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებმა, ასევე ენერგეტიკის სექტორის ექსპერტებმა. ღონისძიება ორგანიზებული იყო მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო განვითარების OPEC ფონდის მიერ ენერგეტიკის სექტორის მართვის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მონაწილეობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • "უნდა შეეძლოს პირდაპირ მონაწილეობის მიღება პოლიტიკურ პროცესში. არასერიოზული რა იქნება ვერ ვხვდები?" - ირაკლი ფავლენიშვილი მიხეილ სააკაშვილის AI გეგმებზერუსთავი 2
  • საქართველომ აშშ-ის მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ სწავლებაში, Sea Breeze 2026-ში მიიღო მონაწილეობაBM.GE
  • საზმაუს გენერალური დირექტორის კონკურსში მხოლოდ თინათინ ბერძენიშვილი მონაწილეობსნეტგაზეთი
  • საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ეუთოს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოფორმულა
მონაწილეობის →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი