მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპების პრე-აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპების პრე-აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპების პრე-აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

იმედი|imedinews.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პრე-აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო, რომლის მიზანია რეგიონებში მცხოვრები ინოვაციური მეწარმეების მხარდაჭერა და მათი დახმარება იდეების რეალურ სტარტაპებად გარდაქმნაში. ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

„პრე-აქსელერაციის პროგრამა საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და რეგისტრაცია უკვე ღიაა დაინტერესებული პირებისთვის. პროგრამის პირველ ეტაპზე, მონაწილეების შერჩევა მოხდება სამეგრელოდან და ეტაპობრივად გაგრძელდება სხვა რეგიონებშიც. 4-კვირიანი ინტენსიური კურსის ფარგლებში, მონაწილეები შეისწავლიან, როგორ აქციონ იდეა მინიმალურ სიცოცხლისუნარიან პროდუქტად (MVP) და მოემზადონ დაფინანსების მოსაპოვებლად. პრე-აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობა სრულად დაფინანსებულია და მოიცავს: • ლოჯისტიკურ მხარდაჭერას: ტრანსპორტირება მუნიციპალიტეტებიდან და კვება ფიზიკური შეხვედრებისას; • ტექნოლოგიურ რესურსებს: წვდომა ფასიან AI ხელსაწყოებზე და მხარდაჭერა თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტების ათვისებაში; • ექსპერტულ ცოდნას: ინდივიდუალური მენტორინგი და 8 სასწავლო მოდული (იდეის ვალიდაცია, Lean Canvas, პროტოტიპირება, Pitching და სხვა); • ფინანსურ მზაობას: კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ექნებათ სრული მზაობა GITA-ს საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამა შედგება 8 ინტენსიური მოდულისგან, რომლებიც თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების სინთეზს წარმოადგენს. ინიციატივის კულმინაციაა Demo Day — მასშტაბური ღონისძიება, სადაც მონაწილეები საკუთარ იდეებსა და ბიზნესგეგმებს ჟიურის წევრებისა და პოტენციური ინვესტორების წინაშე წარადგენენ. პრე-აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადის შევსება შესაძლებელია აღნიშნულ ბმულზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროპარლამენტარი, AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: თუ გვინდა საქართველოსთან საუბარი, უნდა ვესაუბროთ ოფიციალურ წრეებს, ველაპარაკოთ მთავრობას საქართველოში. სამწუხაროდ, ეს არ ხდება და AfD ამის წინააღმდეგია. ჩვენ ველაპარაკებით ქართველ პოლიტიკოსებს, ველაპარაკებით საქართველოსთვის

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი