მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ინფრასტრუქტურის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებას წელს ახალციხეში უმასპინძლებს
ინფრასტრუქტურის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებას წელს ახალციხეში უმასპინძლებს

ინფრასტრუქტურის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებას წელს ახალციხეში უმასპინძლებს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა სახელმწიფო უწყება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში იქნება წარმოდგენილი, ხოლო საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებას წელს ახალციხეში, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე უმასპინძლებს.

26 მაისი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია - დღე, რომელიც დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის იდეას აერთიანებს. ამ დღის აღნიშვნა უკვე ტრადიციად იქცა და ყოველწლიურად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ათასობით ადამიანს აერთიანებს.

წელს, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებები გაიმართება საერთო კონცეფციის ქვეშ - „1700 წელია რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს“. აღნიშნული იდეა აისახება როგორც ღონისძიების ვიზუალურ გადაწყვეტებში, ისე პროგრამულ ნაწილში.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახალციხეში ადგილობრივ მოსახლეობასა და ქალაქის სტუმრებს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს. ახალციხის ციხის ისტორიულ სივრცეში მოეწყობა კულტურული, საგანმანათლებლო, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები, საბავშვო და ოჯახური სივრცეები, თემატური ზონები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და ადგილობრივი გასტრონომიული სივრცეები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბავშვებისთვის განკუთვნილ აქტივობებს, რომლებიც შემოქმედებით, საგანმანათლებლო და ინტერაქტიულ ფორმატებს გააერთიანებს. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა აქტივობაში, დაესწრონ წარმოდგენებსა და მუსიკალურ პროგრამას.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი და სიმბოლური ნაწილი იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ისტორიულ დროს, 17:10 საათზე, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულება. დღის განმავლობაში სადღესასწაულო განწყობას ადგილობრივი ანსამბლები და შემოქმედებითი ჯგუფები შექმნიან, ხოლო ღონისძიება საღამოს მუსიკალური პროგრამით დასრულდება.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახალციხეში ელოდება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ სტუმრებს, რათა ერთად აღინიშნოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 82 სტატია.

  • საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდებაფორმულა
  • შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვიარუსთავი 2
  • რა ფუნქციები და ბიუჯეტი ჰქონდა რეგიონული განვითარების სამინისტროს, რომელმაც 1 წელი იარსებაBM.GE
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
სამინისტროს →ინფრასტრუქტურის →

მსგავსი სტატიები

ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ

ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ

იმედი

ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ეროვნული ფასეულობების დაცვა კანონმდებლობით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ფასეულობების დაცვა კანონმდებლობით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ავატარის პოლიტსაბჭო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ავატარის პოლიტსაბჭო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი