მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 33 პოზიციაზე გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 33 პოზიციაზე გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 33 პოზიციაზე გამოცხადდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი 33 პოზიციაზე გამოცხადდა.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 2026 წლის 1 სექტემბერს დაიწყო და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს, რომლებიც ბაკალავრიატის დამამთავრებელ სასწავლო წელს ან უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე სწავლობენ. პროგრამაში ჩართვა ასევე შეუძლიათ პირებს, რომლებმაც უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დაასრულეს.

კანდიდატთა შერჩევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია აკადემიური მოსწრება — GPA 2.7-დან 4.0-მდე ან, 100-ქულიანი შეფასების სისტემის შემთხვევაში, 71-დან 100 ქულამდე. ამასთან, სამინისტროს სისტემაში გამოცხადებულ ცალკეულ პოზიციებზე, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრულია დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, პროფესიული გამოცდილება საჯარო სამსახურში მიიღონ, პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა და გაეცნონ სახელმწიფო უწყებების საქმიანობას.

ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

POLITICO: ფრიდრიხ მერცი კვირას რეგიონულ არჩევნებს, შედეგის მიუხედავად, წააგებს

POLITICO: ფრიდრიხ მერცი კვირას რეგიონულ არჩევნებს, შედეგის მიუხედავად, წააგებს

იმედი

კახა კალაძე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

კახა კალაძე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

იმედი

თორნიკე ჭეიშვილი: უკვე დაუფარავად, სააკაშვილის მონაწილეობით დადასტურდა რასთან გვაქვს საქმე და როგორ მწვავე პოლიტიკურ ალერგიას მართებთ რადიკალებს ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება მოასწავებდეს სამშვიდობო პოლიტიკის გატარების ფონზე ამ ურთიერთობების დარეგულირებას

ედიშერ გვენეტაძე ელიზბარაშვილზე: იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შესაძლო დამნაშავის დაკავებას უკბილოდ აპროტესტებენ, ალბათ უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, ადგილზე სროლა ატეხილიყო და უკეთეს შემთხვევაში, ვინმე დაჭრილიყო, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ გაცილებით მეტი საწიოკო და საპროპაგანდო მასალა ექნებოდათ