მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ინფრასტრუქტურის სამინისტროში ახალციხესა და რუსთავში განსახორციელებელი პროექტების არქიტექტურული კონცეფციები განიხილეს
ინფრასტრუქტურის სამინისტროში ახალციხესა და რუსთავში განსახორციელებელი პროექტების არქიტექტურული კონცეფციები განიხილეს

ინფრასტრუქტურის სამინისტროში ახალციხესა და რუსთავში განსახორციელებელი პროექტების არქიტექტურული კონცეფციები განიხილეს

იმედი|imedinews.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროში ახალციხის ციხის კომპლექსის რეაბილიტაციის, ახალციხის მიმდებარე პარკისა და რუსთავის ტყე-ჭალის ახალი პარკის არქიტექტურული კონცეფციების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

საკონკურსო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია და მისი მოადგილეები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ახალციხის მერი ვარლამ წიკლაური, არქიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები.

კომისიამ ახალციხის ტბის მიმდებარე პარკის და ცენტრალურ პარკთან დამაკავშირებელი ბულვარის ორი არქიტექტურული კონცეფცია განიხილა. წარმოდგენილი პროექტების მიხედვით, ახალციხის პარკში მოეწყობა საბავშვო და სპორტული ზონები, კულტურული, საგანმანათლებლო და რეკრეაციული სივრცეები, ღია სპორტული მოედნები და სავარჯიშო სივრცეები, ასევე საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკები. პროექტი ასევე ითვალისწინებს პარკის ტერიტორიაზე საინფორმაციო და კომერციული პავილიონების, ღია სცენის, პერგოლების და შადრევნების მოწყობას.

საკონკურსო კომისიამ ასევე განიხილა ახალციხის ციხის კომპლექსის რეაბილიტაციის არქიტექტურული კონცეფცია. პროექტის მიზანია კომპლექსის ისტორიული იერსახის და ავთენტურობის დაცვით დაზიანებული ნაგებობების აღდგენა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.

დაგეგმილი პროექტი განსაზღვრავს აუცილებელი ჩარევების ეტაპობრივად განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს როგორც კომპლექსის უწყვეტ ფუნქციონირებას, ისე ბიუჯეტის ეფექტიან გამოყენებას. ახალციხის ციხის კომპლექსის რეაბილიტაცია და ახალი პარკი კიდევ უფრო განავითარებს ახალციხის კულტურულ, ტურისტულ პოტენციალს და ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას. კომისიაზე განიხილეს რუსთავში, ტყე-ჭალის ტერიტორიაზე ახალი პარკის პროექტირების კონცეფციაც. პროექტის მიზანია, შეიქმნას თანამედროვე, მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე, რომელიც გააერთიანებს საბავშვო სივრცეებს, რეკრეაციულ და დასასვენებელ ზონებს, საფეხმავლო, სარბენ და ველობილიკების ქსელს. პროექტის მიხედვით უნდა მოეწყოს არსებული ტბის მიმდებარე ტერიტორიაც, პავილიონები, საინფორმაციო ცენტრი, ღია სცენა, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები, წყლის ობიექტები და ავტოსადგომი.

საკონკურსო კომისია გამარჯვებულ არქიტექტურულ ბიუროებს რამდენიმე დღეში გამოავლენს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 84 სტატია.

  • განიხილება საბაჟო გზავნილებზე მოქმედი შეღავათების ცვლილების მიზანშეწონილობა|ფინანსთა სამინისტროBM.GE
  • საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდებაფორმულა
  • შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვიარუსთავი 2
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
სამინისტროს →ინფრასტრუქტურის →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი