მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Internationale Politik: ევროკავშირსა და უკრაინას განსხვავებული წარმოდგენა აქვთ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ, რაც ორ მხარეს შორის გაუცხოების რისკს შეიცავს
Internationale Politik: ევროკავშირსა და უკრაინას განსხვავებული წარმოდგენა აქვთ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ, რაც ორ მხარეს შორის გაუცხოების რისკს შეიცავს

Internationale Politik: ევროკავშირსა და უკრაინას განსხვავებული წარმოდგენა აქვთ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ, რაც ორ მხარეს შორის გაუცხოების რისკს შეიცავს

იმედი|imedinews.ge

გერმანიის საგარეო ურთიერთობების საბჭოს ჟურნალი Internationale Politik წერს, რომ ევროკავშირსა და უკრაინას განსხვავებული წარმოდგენა აქვთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაცია და რას ნიშნავს ეს პროცესი. ეს კი ორ მხარეს შორის გაუცხოების რისკს შეიცავს.

პირველი მნიშვნელოვანი მცდარი წარმოდგენა უკრაინის ევროკავშირში წევრობის მნიშვნელობას ეხება: კიევისთვის ეს უსაფრთხოების გარანტიების ნაწილია, ევროპელებისთვის კი - არა. ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოებისთვის უკრაინის გაწევრიანების პროცესის დაწყების გადაწყვეტილება იყო და რჩება გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებად. თუმცა, თავად პროცესი, უპირველეს ყოვლისა, რეფორმებს ეხება, რომლებიც ნებისმიერმა კანდიდატმა ქვეყანამ უნდა განახორციელოს, რათა წევრობის კრიტერიუმები დააკმაყოფილოს. გამოცემის ცნობით, თუ ევროკავშირში ინტეგრაციის გადაწყვეტილება პოლიტიკური ხასიათისაა, თავად პროცესი ადმინისტრაციულია და ევროკავშირის ბიუროკრატიის, კერძოდ, ევროპული კომისიის მიერ იმართება. კომისიის სამართლებრივი ხედვის მიხედვით კი მნიშვნელობა არ აქვს, რას „იმსახურებს“ უკრაინა; პროცესი მთლიანად ინსტიტუციურ რეფორმებსა და ნორმების შესრულებაზეა დაფუძნებული.

„აქედან გამომდინარეობს მეორე გამოწვევა: უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინელებს დაჰპირდა, რომ ქვეყანა ევროკავშირს 2027 წლის დასაწყისში, ან მაქსიმუმ იმავე წლის ბოლოს შეუერთდება. მას სჯერა, რომ ევროკავშირთან მკაცრი მოლაპარაკებებით, როგორც ეს ფინანსური მხარდაჭერისა და იარაღის მიწოდების შემთხვევაში გააკეთა, უკრაინა მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს.

თუმცა, ეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის არასწორი გაგებაა. საქმე არ ეხება მკაცრ ვაჭრობას ან მაქსიმალისტური მოთხოვნების დაყენებას კარგი კომპრომისის მისაღწევად. ყველაფერი ეფუძნება მძიმე სამუშაოს რეფორმების მიმართულებით, რომლებიც ეროვნული ბიუროკრატიის მიერ უნდა განხორციელდეს“, - აღნიშნულია Internationale Politik-ის სტატიაში.

როგორც გამოცემა წერს, მაშინ, როცა ზელენსკი სწრაფ წევრობას ითხოვს და ინსტიტუტებს გვერდზე სწევს, ევროკავშირი უკრაინისგან ელოდება, რომ პარლამენტი, მთავრობა და პრეზიდენტი რეფორმებს კოორდინირებულად განახორციელებენ.

„არსებობს დიდი საფრთხე, რომ ამ გაუგებრობებმა შესაძლოა უკრაინასა და ევროკავშირს შორის გაუცხოება გამოიწვიოს. ორივე მხარეს ერთმანეთი სჭირდება და უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს. ორივე მხარემ უკეთ უნდა გაიგოს ერთმანეთის ხედვა და იმუშაოს ისეთ პროცესზე, რომელიც უკრაინის ევროკავშირში რეალისტურ გაწევრიანებას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია სტატიაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 234 სტატია.

  • შემობრუნება აშშ-უკრაინის ურთიერთობებში - რა შედეგით დასრულდა ზელენსკის ვიზიტი ვაშინგტონში?BM.GE
  • ზელენსკი „ქარტიის“ მეთაურზე თავდასხმას ეხმაურება: „უკრაინა აუცილებლად უპასუხებს“ფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

იმედი

ჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანმა ნაცი და ნაცმიდრეკილი ქალების შეკრება გამართა, თუმცა, ქალთა თავყრილობაზე ისეთი სახეები გამოჩნდნენ, თავად ერეკლე კოდუას ყოფილი ცოლით დაწყებული და ბაჩანა ახალაიას მოქმედი ცოლით დამთავრებული- ჟორჟოლიანის მიერ წამოწყებულ კამპანიას „მე მიყვარს საქართველო" კი არა „ჩემით ყარს საქართველო" უნდა ერქვას

გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

იმედი

ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის

ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის

იმედი