მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. იოანე პეტრიწის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა
იოანე პეტრიწის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა

იოანე პეტრიწის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა

იმედი|imedinews.ge

დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე, N186 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ ჰექტარ ფართობზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილესთან ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება აღნიშნული ტერიტორია. ადგილობრივ მოსახლეობას თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდი - უკანონო შემოღობვების მოხსნით გამოთავისუფლდება სივრცე. აქ მოეწყობა საფეხბურთო მოედანი, დაირგვება ხე-მცენარეები, განთავსდება ატრაქციონები, სარწყავი სისტემა და ა.შ. ირგვლივ ბევრი ოჯახი ცხოვრობს. მიხარია, რომ მათ ექნებათ დასვენებისა და განტვირთვისთვის კარგი სივრცე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, ახალი სკვერი ბილიკის მეშვეობით დაუკავშირდება გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის N1-ში გასულ წელს მოწყობილ რეკრეაციულ სივრცეს. სამუშაოების ღირებულება, დაახლოებით, 1 418 431 ლარია.

თბილისის მერთან ერთად ადგილზე საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე იმყოფებოდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროპარლამენტარი, AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: თუ გვინდა საქართველოსთან საუბარი, უნდა ვესაუბროთ ოფიციალურ წრეებს, ველაპარაკოთ მთავრობას საქართველოში. სამწუხაროდ, ეს არ ხდება და AfD ამის წინააღმდეგია. ჩვენ ველაპარაკებით ქართველ პოლიტიკოსებს, ველაპარაკებით საქართველოსთვის

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი