მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ჭეიშვილი: ის, რომ გვაკრიტიკებენ, თითქოს ყაზახეთთან ურთიერთობის გაღრმავებით ჩვენ ვშორდებით ევროპას, ასეთი კომენტარების გაკეთება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მტრებს შეუძლიათ. შუა აზიის ქვეყნებში ყაზახეთი ითვლება ეკონომიკურად ლიდერ ქვეყნად. ჩვენ გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობები ყაზახეთთან
ირაკლი ჭეიშვილი: ის, რომ გვაკრიტიკებენ, თითქოს ყაზახეთთან ურთიერთობის გაღრმავებით ჩვენ ვშორდებით ევროპას, ასეთი კომენტარების გაკეთება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მტრებს შეუძლიათ. შუა აზიის ქვეყნებში ყაზახეთი ითვლება ეკონომიკურად ლიდერ ქვეყნად. ჩვენ გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობები ყაზახეთთან

იმედი|imedinews.ge

შუა აზიის ქვეყნებში ყაზახეთი ითვლება ეკონომიკურად ლიდერ ქვეყნად. ჩვენ გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობები ყაზახეთთან და ამ ახალ ეტაპზე კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი ურთიერთობები. დაკავშირებადობის კუთხითაც გაფართოვდება არეალი. ჩვენი როლი ყველამ კარგად იცის დაკავშირებადობის კუთხით, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა პრემიერ-მინისტრის ყაზახეთში ვიზიტის შეფასებისას.

მისი თქმით, ყაზახეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება ორ ქვეყანას ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

„ის, რომ დღე გვაკრიტიკებენ, თითქოს ყაზახეთთან ურთიერთობის გაღრმავებით ჩვენ ვშორდებით ევროპას, ასეთი კომენტარების გაკეთება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მტრებს შეუძლიათ. ყაზახეთთან ჩვენ წლებია ურთიერთობა გვაქვს, მაშინ, როდესაც ევროპასთანაც მჭიდრო ურთიერთობაში ვიყავით და აბსოლუტურად არ უშლიდა ერთმანეთს ხელს. ის, რომ ყაზახეთიდან არაერთი ინვესტიცია არის საქართველოში განხორციელებული და განსაკუთრებით აჭარაში, ეს ყველამ იცის. ის, რომ დღევანდელი ხელშეკრულება სტრატეგიული პარტნიორობის, ის, რომ თუნდაც პოლიტიკური მოკავშირე გეყოლება ყაზახეთის სახით, რომელიც შუა აზიის ქვეყნებში არის ლიდერი ქვეყანა და არის ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, ეს ჩვენი ქვეყნისთვის არის მხოლოდ კარგის მომტანი.

ასე რომ პრემიერის ვიზიტი და ეს ფორმა, რა ფორმითაც ჩვენ ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავდივართ, დადებითად უნდა შეფასდეს და მისასალმებელია“, - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა. შესაბამის დოკუმენტს ირაკლი კობახიძემ და ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ყაზახეთში გამართული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოაწერეს ხელი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში თუ განქორწინდებიან  სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში თუ განქორწინდებიან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

იმედი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გორდონ კიოლერი: ბევრი მაგალითია, რომ არსებული პოლიტიკური ზეწოლის ფონზე,  სამართლებრივი სასჯელის შიში გაუჩნდათ სრულიად კანონმორჩილ მოქალაქეებს, ეს ადამიანები დაფიქრდნენ, უღირთ მათ თუ არა AfD -ს საჯაროდ მხარდაჭერა

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი