მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა. კოლეგებს შორის შეხვედრა აზერბაიჯან-თურქეთ-საქართველოს თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ შუშაში გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მხარეებმა იმსჯელეს რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებზე, ასევე საქართველოს მზადყოფნაზე, მხარი დაუჭიროს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას. ყურადღება გამახვილდა რეგიონულ და გლობალურ კონტექსტში ქვეყნების სტრატეგიულ როლზე.

ირაკლი ჩიქოვანმა და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა ორმხრივ ფორმატში თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის გეგმის განხორციელების დეტალები განიხილეს. აღინიშნა სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის საკითხები, ასევე სწავლებაში ქართველი და აზერბაიჯანელი სამხედროების მონაწილეობა.

მხარეებმა აზერბაიჯან-თურქეთ-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატით ერთობლივი წვრთნისა და სწავლების, ექსპერტთა შეხვედრების მნიშვნელობაზეც ილაპარაკეს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გამართული თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, ირაკლი ჩიქოვანი ასევე შეხვდა თურქეთის თავდაცვის მინისტრს იაშარ გიულერს. თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრები სამმხრივი ფორმატითაც გამართეს.

მომავალ წელს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალს საქართველო უმასპინძლებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 245 სტატია.

  • რა ქონებას ფლობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე?|მიხეილ დუნდუამ ქონებრივი დეკლარაცია შეავსოBM.GE
  • მაკა ბოჭორიშვილი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ მეორე საერთაშორისო კონფერენციაშირუსთავი 2
  • მარიამ ლაშხი აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილეს შეხვდატვ პირველი
  • უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა G7-ის წევრებს რუსეთზე წნეხის გაძლიერებისკენ მოუწოდაფორმულა
მინისტრი →აზერბაიჯანის →

მსგავსი სტატიები

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, ვარძიაში სამუშაო ვიზიტით საერთაშორისო ექსპერტი კლაუდიო მარგოტინი იმყოფებოდა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, ვარძიაში სამუშაო ვიზიტით საერთაშორისო ექსპერტი კლაუდიო მარგოტინი იმყოფებოდა

იმედი

თბილისში კორეა-საქართველოს სტრატეგიული ფორუმი - „ხელოვნური ინტელექტი საჯარო მმართველობაში“ გაიმართა

თბილისში კორეა-საქართველოს სტრატეგიული ფორუმი - „ხელოვნური ინტელექტი საჯარო მმართველობაში“ გაიმართა

იმედი

მარტა კოსი: უკრაინა ევროკავშირში 2027 წლის 1-ელ იანვარს ვერ გაწევრიანდება

მარტა კოსი: უკრაინა ევროკავშირში 2027 წლის 1-ელ იანვარს ვერ გაწევრიანდება

იმედი

ლევან მაჭავარიანი  კონრად ადენაუერის ფონდის მიერ თბილისის ოფისის დახურვაზე: არცერთ განვითარებულ ქვეყანაში გარე პოლიტიკურ აქტორს უფლება არ აქვს ჩაერიოს ლოკალურ პოლიტიკაში

ლევან მაჭავარიანი კონრად ადენაუერის ფონდის მიერ თბილისის ოფისის დახურვაზე: არცერთ განვითარებულ ქვეყანაში გარე პოლიტიკურ აქტორს უფლება არ აქვს ჩაერიოს ლოკალურ პოლიტიკაში

იმედი