მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ჩიქოვანი: ქართული ჯარი არა მხოლოდ ჩვენი სამშობლოს დაცვის გარანტია, არამედ ეროვნული ღირებულებების ძლიერი კერაა
ირაკლი ჩიქოვანი: ქართული ჯარი არა მხოლოდ ჩვენი სამშობლოს დაცვის გარანტია, არამედ ეროვნული ღირებულებების ძლიერი კერაა

ირაკლი ჩიქოვანი: ქართული ჯარი არა მხოლოდ ჩვენი სამშობლოს დაცვის გარანტია, არამედ ეროვნული ღირებულებების ძლიერი კერაა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა დაარსებიდან 35 წლის იუბილე მიულოცა და ღირსეული სამსახურისთვის თითოეულ ჯარისკაცს, მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს, ვეტერანებს, დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს, კადეტებს, იუნკრებს, წვევამდელებსა და მათი ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა, - ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მან განსაკუთრებული პატივისცემით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლები გაიხსენა, გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი ოჯახის წევრებს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯარისკაცობა რჩეულთა საქმეა, ქართული ჯარი კი, რომელიც სიმტკიცის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირსების სიმბოლოდ იქცა, ჩვენი სამშობლოს ისტორიის ანარეკლია.

„ჯარისკაცის პროფესია საამაყო და ამავდროულად საპასუხისმგებლო ცხოვრებისეული არჩევანია. ქართველი ჯარისკაცის გმირობამ, სამშობლოს ერთგულებამ, თავგანწირვამ და შეუპოვარმა სულმა თავდაცვის ძალების ისტორია ყველასათვის მოწიწებისა და პატივისცემის მაგალითად აქცია“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალებზე, როგორც ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და სანდო ინსტიტუციაზეც ისაუბრა, მისი განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და სამხედროებს მხარდაჭერა აღუთქვა.

„საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება, იგი უნდა ტრანსფორმირდეს მაღალტექნოლოგიურ, მობილურ ძალად, რომელსაც შესწევს უნარი შეაკავოს აგრესია. ეს მიღწევადია მხოლოდ გააზრებული, თანმიმდევრული, გეგმაზომიერი ნაბიჯებით.

ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რომ ჩვენს ჯარს ჰქონდეს სათანადო აღჭურვილობა, დაინერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები და გაუმჯობესდეს სამხედროებისა და მათი ოჯახების სოციალური პირობები“, - განაცხადა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

მან ამ პროცესში ჩართულობისა და და შეტანილი წვლილისთვის საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის, პირადად, პრემიერ-მინისტრის მიმართ მადლიერება გამოხატა.

ირაკლი ჩიქოვანმა ქართული ჯარისა და სამხედრო მოსამსახურეების სულიერ სიმტკიცეზე ზრუნვაში საქართველოს ახლახან გარდაცვლილი პატრიარქისა და სულიერი მამის, ილია მეორის უდიდესი როლიც გაიხსენა, რომელიც ჯარმა ასევე უდიდესი გულისტკივილითა და პატივით გააცილა უკანასკნელ გზაზე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაცვის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 62 სტატია.

  • რაც უფრო მეტი იქნება არა მხოლოდ კანონმდებლობის დონეზე დაცვის მექანიზმები სიწმინდეებთან, ტრადიციებთან დაკავშირებით, მით უფრო დაცული იქნება საქართველოს სუვერენიტეტის ხარისხი - გურამ მაჭარაშვილირუსთავი 2
  • "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით კიდევ ერთი საინიციატივო ჯგუფი იქმნებატვ პირველი
  • ანდრია ჯაღმაიძე: მნიშვნელოვანია, სიწმინდეების დაცვა გამიჯნული იყოს ყოველგვარი ძალადობისაგანფორმულა
  • საბოტაჟის ვერსია გამორიცხული არ არის, თუმცა, სისტემას დაცვის მექანიზმები აკლია - არჩილ მამათელაშვილი დენის გათიშვებზეBM.GE
დაცვის →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი