მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ღარიბაშვილი წერილს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და ციხეში იმიტომ წავიდა, რომ „სახელმწიფოს და გუნდის ინტერესი არ დაეზიანებინა“
ირაკლი ღარიბაშვილი წერილს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და ციხეში იმიტომ წავიდა, რომ „სახელმწიფოს და გუნდის ინტერესი არ დაეზიანებინა“

ირაკლი ღარიბაშვილი წერილს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და ციხეში იმიტომ წავიდა, რომ „სახელმწიფოს და გუნდის ინტერესი არ დაეზიანებინა“

იმედი|imedinews.ge

ირაკლი ღარიბაშვილი წერილს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და ციხეში იმიტომ წავიდა, რომ „სახელმწიფოს და გუნდის ინტერესი არ დაეზიანებინა“.

„საზოგადოებას მინდა ვუთხრა სიმართლე, თუ რატომ ვზივარ ციხეში. შარშან დაწყებული ე.წ “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კამპანიის მთავარი მიზანი იყო ჩემი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა გუნდთან და ჩემთვის ძვირფას ადამიანთან დაპირისპირებაში შესვლა. სწორედ ამ მიზნით, მე უარი ვთქვი სამართლებრივ ბრძოლაზე და ბოლომდე გავყევი ჩემთვის გამანადგურებელ პროცესს, რათა არ დამეზიანებინა სახელმწიფოსა და გუნდის ინტერესები.

სამწუხაროდ, სანაცვლოდ მივიღე დადგმული ბინძური პროვოკაცია, ბევრი ტყუილი და უსამართლობა. საზოგადოებას ჩემგან არცერთი სიტყვა არ სმენია მთელი ამ ხნის განმავლობაში. მე სრული მოთმინებით მივიღე ეს განსაცდელი.

მაგრამ ჩემთვის მოულოდნელად, ივლისში მივიღე ჩემს მიერ გუშინ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ. იმავე დღეს, მე მას გავაგებინე ჩემი პოზიცია, კიდევ ერთხელ დავუფიქსირე, რომ არ ვაპირებდი პოლიტიკაში დაბრუნებას და აღნიშნული “რისკის” გადაზღვევის მიზნით შევთავაზე ჩემი ხედვა. მაგრამ მათ საპასუხოდ შემომითვალეს, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ მე პოლიტიკაში დავბრუნდებოდი და ამისთვის აუცილებელი იყო ჩემთვის კორუფციული ბრალის წარდგენა და ჩემ მიერ მისი აღიარება.

ეს იყო წითელი ხაზი, რამაც გადამადგმევინა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული ნაბიჯი. შესაბამისად, რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა...“, - წერს ღარიბაშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფესტივალის „ღამის სერენადები “ გახსნითი კონცერტი 19 აგვისტოს, 19:00 საათზე ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ გაიმართება

ფესტივალის „ღამის სერენადები “ გახსნითი კონცერტი 19 აგვისტოს, 19:00 საათზე ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ გაიმართება

იმედი

ისტორიული ქართული სოფლის ახალი სიცოცხლე - მაჩხაანის რეაბილიტაცია იწყება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ისტორიული ქართული სოფლის ახალი სიცოცხლე - მაჩხაანის რეაბილიტაცია იწყება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

იმედი

ინფრასტრუქტურული პროექტები თბილისში - მერია მარჯანიშვილის მოედნის განახლებასაც იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ინფრასტრუქტურული პროექტები თბილისში - მერია მარჯანიშვილის მოედნის განახლებასაც იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

საერთაშორისო ძებნილი თბილისში დააკავეს - ქართველ და ამერიკელ სამართალდამცველთა თანამშრომლობის მორიგი შედეგი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საერთაშორისო ძებნილი თბილისში დააკავეს - ქართველ და ამერიკელ სამართალდამცველთა თანამშრომლობის მორიგი შედეგი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი