
ირაკლი ხელაძე: 1 ოქტომბერი, დღე, როდესაც გრძელვადიანი და უწყვეტი მშვიდობა გადაწყდა საქართველოში. რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი თავგანწირული ბრძოლა ქართველ ხალხთან ერთად, დღეს საქართველო ფიზიკურად აღარ იარსებებდა
ისტორიას ვერავინ გადაწერს. 1 ოქტომბერი დარჩება უმნიშვნელოვანეს თარიღად და გარდამტეხ მომენტად საქართველოს ისტორიაში, - წერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ხელაძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი თავგანწირული ბრძოლა ქართველ ხალხთან ერთად, დღეს საქართველო იქნებოდა მიწასთან გასწორებული, ადამიანების დიდი უმრავლესობა დახოცილი, ოჯახები გაუბედურებული და განადგურებული.
„დღე, როდესაც გრძელვადიანი და უწყვეტი მშვიდობა გადაწყდა საქართველოში. ყველას კარგად გვახსოვს ჩვენი თანამოქალაქეების ჩაგრული, უმწეო და სასოწარკვეთილი მდგომარეობა. რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი თავგანწირული ბრძოლა ქართველ ხალხთან ერთად, დღეს საქართველო ფიზიკურად აღარ იარსებებდა! ეკონომიკურ წინსვლაზე და სხვა პროგრესზე ზედმეტია ლაპარაკი. დღეს საქართველო იქნებოდა მიწასთან გასწორებული, ადამიანების დიდი უმრავლესობა დახოცილი, ოჯახები გაუბედურებული და განადგურებული! მიუხედავად უამრავი მცდელობისა, ისტორიას ვერავინ გადაწერს. 1 ოქტომბერი დარჩება უმნიშვნელოვანეს თარიღად და გარდამტეხ მომენტად საქართველოს ისტორიაში“, - წერს ხელაძე.
იმედი
წყარო: imedinews.ge