მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ხელაძე: ქართველი ხალხი ვიზალიბერალიზაციას არასდროს გაცვლის ეროვნულობასა და პატრიოტიზმში
ირაკლი ხელაძე: ქართველი ხალხი ვიზალიბერალიზაციას არასდროს გაცვლის ეროვნულობასა და პატრიოტიზმში

ირაკლი ხელაძე: ქართველი ხალხი ვიზალიბერალიზაციას არასდროს გაცვლის ეროვნულობასა და პატრიოტიზმში

იმედი|imedinews.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

ხელაძის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას ქართველი ხალხის შანტაჟის იარაღად მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის საკითხი დარჩა.

„რადიკალურ ოპოზიციას ერთადერთი შანტაჟის იარაღი დარჩა, რომ მუდმივად ქართველ ხალხზე განახორციელოს ზეწოლა ვიზალიბერალიზაციის საკითხით. კარგად გვახსოვს 2022 წლიდან მოყოლებული როგორ ვითარდებოდა მოვლენები, მუდმივად ცდილობდნენ ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე ხალხისა და ხელისუფლების დაშანტაჟებას. ჩვენ იქიდან წამოსულ თავდასხმებს თავი გავართვით, ახლა ერთადერთი, რაც დარჩათ, ეს არის ვიზალიბერალიზაციის საკითხი.

11 ივნისის შეხვედრა არის ტექნიკური ხასიათის, თუმცა აქ მოქმედ აგენტურას დავალება მიღებული აქვს, რომ ამ თემისგან შექმნას ქარიშხალი, რომ ისევ საქართველოს მოქალაქეებზე მოახდინოს გავლენა. თუმცა, ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რა დგას მეორე მხარეს. დღევანდელი ევროპული ბიუროკრატია რას სთავაზობს ქართულ საზოგადოებას. ქართველი ხალხი ვიზალიბერალიზაციას არასდროს გაცვლის ეროვნულობასა და პატრიოტიზმში“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკომისიის წარმომადგენლებს საქართველოს ხელისუფლება 11 ივნისს შეხვდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი

უკრაინული მედია: რუსეთში Wildberries-ის ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიბომბა

უკრაინული მედია: რუსეთში Wildberries-ის ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიბომბა

იმედი