მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კირცხალია „ალიანსზე“: ჰგონიათ, საზოგადოება დაიჯერებს მათ სპექტაკლს, თითქოს ერთი დედაპარტიის შვილები არ არიან
ირაკლი კირცხალია „ალიანსზე“: ჰგონიათ, საზოგადოება დაიჯერებს მათ სპექტაკლს, თითქოს ერთი დედაპარტიის შვილები არ არიან

ირაკლი კირცხალია „ალიანსზე“: ჰგონიათ, საზოგადოება დაიჯერებს მათ სპექტაკლს, თითქოს ერთი დედაპარტიის შვილები არ არიან

იმედი|imedinews.ge

"მათ არ შეუძლიათ არანაირი თვითორგანიზება, რადგან არიან გაცხადებული აგენტურა ჩვენს ქვეყანაში, სახელით და გვარებით. თითოეული სახელი და გვარი, რომელიც ახლა უკვე მერამდენე ალიანსში გაერთიანდნენ, არის პირდაპირ აფელირებული დედაპარტიასთან, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია", - ამ განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

როგორც ირაკლი კირცხალიამ "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, საზოგადოება ტრაგიკომედიურ ჟანრს ადევნებს თვალს.

"ტრაგიკომედიურ ჟანრს ვადევნებთ თვალს, როგორც პოლიტიკოსები, ასევე ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი. მათ არ შეუძლიათ არანაირი თვითორგანიზება, იმიტომ, რომ ისინი არიან გაცხადებული აგენტურა ჩვენს ქვეყანაში, სახელით და გვარებით. თითოეული სახელი და გვარი, რომელიც ახლა უკვე მერამდენე ალიანსში გაერთიანდნენ, არის პირდაპირ აფელირებული დედაპარტიასთან, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია და მის სულის ჩამდგმელთან, ბატონ მიხეილ სააკაშვილთან, რამდენჯერაც არ უნდა უარყონ. ეს ხალხი შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს საზოგადოებას და ჰგონია, ჩვენი საზოგადოება ელემენტარულს ვერ არჩევს. სწორედ ამის გამოძახილია ეს ყველაფერი. ჩერგოლეიშვილს და სხვადასხვა გვარებს ჰგონიათ, რომ ამ სპექტაკლით საზოგადოება დაიჯერებს, რომ ესენი არ არიან ერთი დედაპარტიის შვილები. თან, იმ მოვლენების შემდეგ, რომელი მოვლენებიც განვითარდა 2024 წლის არჩევნების პოსტსაარჩევნო პერიოდში.... როდესაც მანდატებზე უარი თქვეს და სადაც მთელი ეს ევრობიუროკრატია და მთელი დიპკორპუსი იყო ჩართული იმ სიზმარში, რომელ სიზმარსაც უხატავდნენ საზოგადოებას და გარკვეული ნაწილი შეიყვანეს კიდეც შეცდომაში. ამ ყველაფრის მერე. კიდევ ბედავენ, რომ ასეთი სპექტაკლი შესთავაზონ საზოგადოებას", - აცხადებს ირაკლი კირცხალია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საზოგადოების

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩებარუსთავი 2
  • საქართველოში დაიკარგა ტაილანდელი იუთუბერი: ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვსფორმულა
  • "ასეთი თემები უფრო "გულს ფხანს" საზოგადოებას"|ვის სჭირდებოდა უცხოელების დასაქმების გამკაცრება?BM.GE
  • HRW: "ოცნების" ახალი კანონები დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას ანადგურებსტვ პირველი
საზოგადოების →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი