მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კირცხალია: არავის სჭირდება იმის შეხსენება, თუ რა წვლილი აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში
ირაკლი კირცხალია: არავის სჭირდება იმის შეხსენება, თუ რა წვლილი აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში

ირაკლი კირცხალია: არავის სჭირდება იმის შეხსენება, თუ რა წვლილი აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში

იმედი|imedinews.ge

ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილს და დარწმუნებული ვარ, ე.წ. ოპოზიციაშიც ნამდვილად არავის არ სჭირდება იმის შეხსენება, თუ რა წვლილი აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ "ღამის კურიერის" ეთერში.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომლის სახელს და ლიდერობას უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა ქვეყანაში.

"ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილს და დარწმუნებული ვარ, ე.წ. ოპოზიციაშიც ნამდვილად არავის არ სჭირდება იმის შეხსენება, თუ რა წვლილი აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. როგორც ქველმოქმედების კუთხით, ასევე, ყველაზე მთავარი, პოლიტიკური კუთხით და იმ გარდამტეხი ცვლილებების ავტორობით, რაც ჩვენ ვნახეთ 2012 წელს.

ვისზე საუბრობენ? ადამიანზე, რომელმაც, პირდაპირი მნიშვნელობით, თავისი და თავისი ოჯახის სიცოცხლე - ყველაზე ღირებული დადო სასწორზე და დააყენა რისკის ქვეშ 2011 წელს, სისხლიანი რეჟიმის დროს, როდესაც მან გადაწყვიტა პოლიტიკაში შემოსვლა და ვნახეთ, თუ როგორი გარდატეხა მოხდა 2012 წელს. არ უნდა დაგვავიწყდეს როდის, როდესაც ამ რეჟიმს ყველა მხრიდან მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული ე.წ. ბიუროკრატიისგან. ამ დროს, გადაწყვიტა ადამიანმა თავის გუნდთან ერთად და ის იყო ფლაგმანი და ამ ყველაფრის ავანგარდში. პირდაპირი მნიშვნელობით, მოხდა როგორც მენტალური რევოლუცია, ასევე, რევოლუცია საარჩევნო ყუთებთან. ეს არის ადამიანი, რომლის სახელს, ხელმძღვანელობას და ლიდერობას უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და ის ეკონომიკა, რომელსაც წლიდან წლამდე ვხედავთ.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გარკვეულ აღქმების თეორიაზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გარკვეულ სცენარებზე, რომელიც მოდის ე.წ. ევრობიუროკრატისგან, ვინ აკრავს იარლიყებს და ვინ ცდილობს, რომ რაღაც შაბლონები ჩამოაყალიბოს და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს თავის აღქმაში ჩაუბეჭდოს რაღაც კონკრეტული ფრაზა, მესიჯი, სახელი და ა.შ. არაფორმალური მმართველობა, ოლიგარქიული მმართველობა - ამას ამბობენ ადამიანები, ე.წ. პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც უბრალოდ ვერ მოქმედებს ზუსტად რომ არაფორმალური მმართველობის გარეშე", - აცხადებს ირაკლი კირცხალია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნიკოლოზ სამხარაძე: მივესალმებით ნაურუს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ნაურუს მაგალითს მალე მიყვებიან სირია და ვენესუელა

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი