მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კირცხალია: არის თუ არა დამთხვევა, რომ კულტურის სფეროს კონკრეტული წარმომადგენლები ზუსტად იმ მოდელის მიხედვით მოქმედებენ, როგორც უცხო ძალების უსიტყვოდ მორჩილი პოლიტიკოსები და „ენჯეოშნიკები“, ამაზე თუ გსურთ ვიმსჯელოთ. პირადად მე, ასეთი დამთხვევების არ მჯერა
ირაკლი კირცხალია: არის თუ არა დამთხვევა, რომ კულტურის სფეროს კონკრეტული წარმომადგენლები ზუსტად იმ მოდელის მიხედვით მოქმედებენ, როგორც უცხო ძალების უსიტყვოდ მორჩილი პოლიტიკოსები და „ენჯეოშნიკები“, ამაზე თუ გსურთ ვიმსჯელოთ. პირადად მე, ასეთი დამთხვევების არ მჯერა

იმედი|imedinews.ge

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილს ორმაგ სტანდარტებსა და პოზიციების ალოგიკურ ცვლილებაზე მიუთითებს.

გამოქვეყნებულ წერილში ირაკლი კირცხალია ქართველი ხელოვანებისა და კულტურის მოღვაწეების ნაწილის ქცევას აკრიტიკებს და მათ რუსეთთან ურთიერთობის საკითხში ორმაგ სტანდარტებში დებს ბრალს. მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რიგი ცნობადი სახეები რუსეთში საქმიანობასა და კონცერტების გამართვაზე უარს არ ამბობდნენ. მაგალითებად მას მოჰყავს ანსამბლი „სუხიშვილები“, დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი და საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე.

კირცხალია აღნიშნავს, რომ ამ პირებს 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთში მოღვაწეობის გამო თავმოყვარეობის პრობლემა არ შექმნიათ, თუმცა 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მკვეთრად ანტირუსული რიტორიკით გამოირჩევიან. მისივე თქმით, საინტერესო იქნება მსჯელობა, არის თუ არა დამთხვევა ის, რომ კულტურის სფეროს კონკრეტული წარმომადგენლები ზუსტად იმ მოდელის მიხედვით მოქმედებენ, როგორც უცხო ძალების უსიტყვოდ მორჩილი პოლიტიკოსები და „ენჯეოშნიკები“.

„ყველამ იცის, რომ „სუხიშვილებმა“ 2013 წლის აპრილის დასაწყისში, მაშინ როდესაც აგვისტოს ომიდან 5 წელიწადიც არ იყო გასული, სანქტ - პეტერბურგში გრანდიოზული კონცერტი გამართეს, თუმცა დღეს ანსამბლი რუსეთში კონცერტების გამართვაზე უარს ამბობს. აგვისტოს ომის შემდეგ, შოსტაკოვიჩის სახელობის სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიაში, სიმფონიურმა ორკესტრმა ორი კონცერტი გამართა და ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით დაუკრა. როგორც მოგვიანებით ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, მისთვის პოლიტიკა არ არის მიზეზი, რომ რუსეთში არ წავიდეს, მისთვის მიზეზი თავმოყვარეობაა. როგორც ჩანს, აგვისტოს ომის შემდეგ თავმოყვარეობამ არ შეაწუხა, თუმცა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, თუკი მკვეთრად ანტირუსულ პოზიციას არ დაიკავებს, მწველ სირცხვილს იგრძნობს. გვერდს ვერ ავუვლი ევროპული მომავლისთვის თავგანწირულ, ბოლო პერიოდში გამუდმებით ანტირუსული პოზიციებით გამორჩეულ პაატა ბურჭულაძეს, რომელმაც, იმის გარდა, რომ „რუსი ბანის“ სახელით დაიმკვიდრა სახელი, 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთში ჯერ 2012 წელს, შემდეგ კი 2018 წელს უკვე პუტინის თანდასწრებით იმღერა. ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, თუმცა, მხოლოდ აღნიშნულ სამ შემთხვევაში წარმოდგენილი კონკრეტული ფაქტებიც ადასტურებს ქცევის მოდელს, თუ როგორ არ ამბობდნენ უარს რიგი ე.წ. კულტურის მოღვაწეები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობაზე და იქ საქმიანობაზე ან რუსულ პროექტებში მონაწილეობაზე, პარალელურად კი „ნაცმოძრაობას“ რუსეთის ინტერესების ხელშემწყობი გადაწყვეტილებებისთვის არასდროს აკრიტიკებდნენ. ამავდროულად, მათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება აერთიანებთ - 2022 წლის, ანუ უკრაინაში რუსეთის მეორედ შეჭრის შემდეგ, მათში პატრიოტულმა გრძნობებმა გაიღვიძა, გამოირჩევიან ანტირუსული რიტორიკით, „ხმალამოღებულები იბრძვიან“ ჩრდილოელი მეზობლის წინააღმდეგ, რაც, ფაქტობრივად, რუსოფობიამდე მივიდა. სხვადასხვა, მათ შორის კულტურის სფეროს წარმომადგენელ ცნობად სახეებს რომ დიდი გავლენა აქვთ და მათი ქცევები თუ მოწოდებები, რომ საზოგადოების კოლექტიურ აღქმის ჩამოყალიბებაზე, პირდაპირ გავლენას ახდენს, ამაზე ყველა თანხმდება. ერთი შეხედვით, ასე ალოგიკურად რატომ იქცევიან და არის თუ არა დამთხვევა, რომ კულტურის სფეროს კონკრეტული წარმომადგენლები ზუსტად იმ მოდელის მიხედვით მოქმედებენ, როგორც უცხო ძალების უსიტყვოდ მორჩილი პოლიტიკოსები და „ენჯეოშნიკები“, ამაზე თუ გსურთ ვიმსჯელოთ. პირადად მე, ასეთი დამთხვევების არ მჯერა.“- წერს ირაკლი კირცხალია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უცხო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 33 სტატია.

  • სუს-მა უცხო ქვეყნიდან მართულ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიაზე საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყოBM.GE
  • უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე საქართველოდან გააძევესტვ პირველი
  • მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე საქართველოდან გააძევესრუსთავი 2
  • დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალი წარუდგინესნეტგაზეთი
უცხო →

მსგავსი სტატიები

სიცილიასთან ასობით ამფორით დატვირთული რომაული გემი აღმოაჩინეს

სიცილიასთან ასობით ამფორით დატვირთული რომაული გემი აღმოაჩინეს

იმედი

ირაკლი კირცხალია: „სუხიშვილები“, ნიკოლოზ რაჭველი, პაატა ბურჭულაძე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უარს არ ამბობდნენ რუსეთთან ურთიერთობაზე და იქ საქმიანობაზე, ხოლო  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მათში პატრიოტულმა გრძნობებმა გაიღვიძა და „ხმალამოღებულები იბრძვიან“ ჩრდილოელი მეზობლის წინააღმდეგ, რაც, ფაქტობრივად, რუსოფობიამდე მივიდა

ირაკლი კირცხალია: არც „ნაცმოძრაობა“ და მათი მოკავშირეები, არც „ენჯეოები“ და არც სამოქალაქო აქტივიზმს თუ სამეცნიერო სფეროს ამოფარებული კონკრეტული ადამიანები არც 2008-2012 წლებში და არც დღეს არიან დამოუკიდებლები, ისინი არიან მანევრების გარეშე დარჩენილი აგენტები და ყურმოჭრილი მონები, რომლებიც გარე დავალებებს უსიტყვოდ ასრულებენ

პოლიციამ თბილისში 40 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ორი პირი

პოლიციამ თბილისში 40 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ორი პირი

იმედი