მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალი წარუდგინეს - Netgazeti
დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალი წარუდგინეს - Netgazeti

დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალი წარუდგინეს - Netgazeti

ნეტგაზეთი27 ივლისი, 2026, 11:46|netgazeti.ge

პროკურატურის განცხადებით, ტრანსნაციონალური დანაშაულები გახსნა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქისა და ხუთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით დანაშაულები სხვადასხვა ქვეყანაში ჩაიდინეს და უკანონო შემოსავლის გასათეთრებლად აქტივები საქართველოში გადმოიტანეს.

პროკურატურის ცნობით, ფულის გათეთრების მიზნით ბრალდებულებმა უცხოეთიდან დანაწევრებით გადმორიცხეს უკანონო და დაუსაბუთებელი წარმომავლობის 21.5 მილიონი ლარის ეკვივალენტი სხვადასხვა ვალუტა.

„ფულის გათეთრების მიზნით, რეალური სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე, ბრალდებულებმა საქართველოში დააფუძნეს საწარმოები და ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით და ფიქტიური დანიშნულებების მითითებით, პირადი და იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე უცხოეთიდან დანაწევრებით გადმორიცხეს უკანონო და დაუსაბუთებელი წარმომავლობის 21.5 მილიონი ლარის ეკვივალენტი სხვადასხვა ვალუტა.

ასევე, ფულის გათეთრების მიზნით მათ ქართულ საბანკო ანგარიშებზე აკუმულირებული თანხების მცირე ნაწილი, ფიქტიური დანიშნულებებით და ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით, გადარიცხეს საზღვარგარეთ, სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე, ხოლო უკანონო აქტივების ძირითადი ნაწილი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იქნა დაყადაღებული.

ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად ფიზიკურ პირებთან მიმართებით 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიულ პირებთან მიმართებით – ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს“, – აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს და პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში მათ მიმართ გამოცხადდება ძებნა.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში დაყადაღებული, დაახლოებით 14 მილიონი ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტის და 1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოსართმევად შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებენ.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 109 სტატია.

  • რუსეთში დიდი ბრიტანეთის საელჩოს დაცვის თანამშრომელი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავესფორმულა
  • პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინაიმედი
  • კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე: აღნიშნულ საკითხს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ - სპეკულაციებია ხელისუფლების დაზიანების მიზნითრუსთავი 2
  • პროკურატურამ ₾5.5 მილიონის ყალბი სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ძებნა გამოცხადდაBM.GE
ბრალდებით →ბრალი →

მსგავსი სტატიები

„აზერბაიჯანი-სომხეთის დელიმიტაცია საქართველოს საზღვართან დაიწყება“- ბაირამოვი

„აზერბაიჯანი-სომხეთის დელიმიტაცია საქართველოს საზღვართან დაიწყება“- ბაირამოვი

ნეტგაზეთი

ერევანი ასაჩივრებს მოსკოვის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს სომხურ პროდუქციაზე

ერევანი ასაჩივრებს მოსკოვის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს სომხურ პროდუქციაზე

ნეტგაზეთი

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს 10-წლიან საქმეზეც

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს 10-წლიან საქმეზეც

ნეტგაზეთი

„TI-საქართველო“ საბა სხვიტარიძის საქმეს სტრასბურგში ასაჩივრებს

„TI-საქართველო“ საბა სხვიტარიძის საქმეს სტრასბურგში ასაჩივრებს

ნეტგაზეთი