მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კირცხალია: გავაგრძელებთ იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს
ირაკლი კირცხალია: გავაგრძელებთ იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს

ირაკლი კირცხალია: გავაგრძელებთ იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს

იმედი|imedinews.ge

გავაგრძელებთ იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ.

კირცხალიას თქმით, ქვეყნის ეკონომიკა ას მილიარდს გადასცდა.

„ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგისტრალური გზა მთავრდება, ახალი აეროპორტები, გაფართოება არსებული აეროპორტის, ახალი აეროპორტის მშენებლობა, რკინიგზის მოდერნიზება. ყველა მიმართულებით წინსვლა გვაქვს. ისტორიულ მაქსიმუმზე გავდივართ წლიდან წლამდე. ამას საზოგადოება ხედავს. სიღარიბის დონე სამჯერ შემცირებულია.

რა თქმა უნდა, ყველაფერი იდეალურად არ არის და ერთ დღეში ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება, მაგრამ შევხედოთ თუ როგორი ნაბიჯებით მივდივართ, როგორი გიგანტური ნაბიჯებით მივდივართ და სად ვართ წლიდან წლამდე.

კიდევ ერთხელ, მაქსიმალურად გამოვიყენებთ იმ გეოგრაფიულ მდებარეობას, რომელიც ჩვენ გვაქვს. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ იმ დერეფანთან დაკავშირებით, იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს მსოფლიოშია და რომელიც შესაძლოა ნებისმიერ დროს წარმოიშვას, ჩვენი ქვეყანა იყოს რეგიონში მშვიდობის კუნძული. სტაბილური ინვესტიციების გარემო. რამდენი ინვესტიცია შემოვიდა, რამხელა კომპანიები შემოდიან. პორტის მშენებლობა გამომრჩა, ის მოდელი, რომელ მოდელზეც ჩამოვყალიბდით, როგორი სახელმწიფოებრივი მიდგომაა და რა ინვესტიციებს მოიზიდავს შემდეგ ის მიდგომა, რომელიც ახლა დავაანონსეთ. „იგლ ჰილსის“ ინვესტიცია გავიხსენოთ. ეს რას მოაქვს, მოაქვს ერთს, სტაბილურ გარემოს და მომავალში სტაბილურობის შეგრძნებას. როგორც შიგნით, ჩვენი ბიზნესისთვის, ასევე გარე ინვესტორებისთვის, ჩვენ ამ პოლიტიკას აუცილებლად გავაგრძელებთ“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აჭარული კერძების გემოები, გამოფენები და მუსიკა - ბათუმი პირველ „გემოფესტს“ მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აჭარული კერძების გემოები, გამოფენები და მუსიკა - ბათუმი პირველ „გემოფესტს“ მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

გურამ მაჭარაშვილი  ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: როდესაც გარკვეულ ფაქტთან დაკავშირებით აკეთებ განცხადებას, სერიოზული მტკიცებულებები უნდა იყოს - როდესაც გაჩნდა კითხვები, ამ დროს ყველამ უკან დაიხია

თორნიკე ფაღავა: სამწუხაროა, რომ  რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დაიწყო ბატონმა ღარიბაშვილმა

თორნიკე ფაღავა: სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დაიწყო ბატონმა ღარიბაშვილმა

იმედი

დიდი ოდენობით მეთადონი - მორიგ ნარკოდანაშაულში პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქეები  ამხილა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიდი ოდენობით მეთადონი - მორიგ ნარკოდანაშაულში პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ამხილა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი